თმის ცვენის მიზეზები და მკურნალობა
31.10.2019, 14:02

ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ ოთხმოც ღერ თმას კარგავს, სამაგიეროდ ახალი ამოსდის. ამას თმის ცვენას ვერ დავარქმევთ. საგანგაშოა მხოლოდ ის თუ ძალიან ბევრი გცვივათ...

თმის ცვენას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და სწორედ ამ მიზეზებზე მინდა გესაუბროდ. ქვემოთ ჩამოთვლილია თმის ცვენის მიზეზები:

 

1)უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, როგორი საზიანოა თმის საშრობის გამოყენება, თმის გასწორება და შეღებვა. ასევე, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები და სისხლის ცუდი მიმოქცევა გახდეს.დაკავშირებული სურათი

2)როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა. 

3)ხშირად ქალების თმის ცვენას ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. უამრავ ქალს ორსულობის პერიოდში თმა უსქელდება და სწრაფად ეზრდება, მშობიარობის შემდეგ კი სცვივათ. ეს ხდება ჰორმონალური ცვლილებების გამო, თმის ცვენა რამოდენიმე თვის შემდეგ წყდება და თმა ადრინდელ ფორმას უბრუნდება. ზოგიერთს - მენოპაუზის დროს ეწყება ცვენა. გაითვალისწინეთ, ისიც რომ ფარისებრ ჯირკვალს (ჩიყვს) შეუძლია იქონიოს ზეგავლენა ჰორმონებზე. 

4)თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღების შედეგი გახდეს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე თმის ცვენას იწვევს ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება.

5)ეცადეთ მჭიდროდ არ შეიკრათ თმა, პერიოდულად ატარეთ გაშლილი თმა, რომ თითოეულ ღერს ჰაერმა გაუროს. ეცადეთ არ გამოიყენოთ თმის უთოები.

თმის დასაცავად, მოუარეთ მათ ნაზად. დაივარცხნეთ ფრთხილად.

 6)რატომღაც არასოდეს ვუკავშირებთ თმის ცვენასთან მკაცრ დიეტებს. ჯანსაღი და მალე მზარდი თმისთვის საჭიროა მრავალფეროვანი საკვები: ცილები, რკინა და A, C და E ვიტამინები. სწორედ მათი ნაკლებობის გამო თმა იზრდება გვიან და გვცვივა.დაკავშირებული სურათი

B12 ვიტამინის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ერითროციტებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმი იღებს ჟანგბადს.

 

 

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას სახლის პირობებში:

დღესდღეობით აფთიაქებსა და მაღაზიებში უამრავი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპონი იყიდება. ჩვენ გასწავლით სახლის პირობებში როგორ გაუმკლავდეთ თმის ცვენას, მარტივად და შედეგიანად. 

1) შეცვალეთ კვების რეჟიმი, დაამატეთ რაციონში მეტი ცილა, რადგან ეს ძირითადი ელემენტია თმის ზრდისთვის. მიირთვით რთული ნახშირწყლებით გამდიდრებული პროდუქტები, რომლებიც თმას ენერგიას აძლევს. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია თმის გასამაგრებლად, მიიღეთ ფოლიუმის მჟავა, რკინა, B12, C ვიტამინი, D3 ვიტამინი, თუთია, სელენი, სასარგებლო ამინომჟავები და სხვა.

2) სწორად მოუარეთ თმას, ამ პერიოდში არ ღირს თმის საშრობით ან უთოთი სარგებლობა. თმა ცვენის პროცესში ისედაც დაზიანებულია. ამიტომ ნუ გაამწვავებთ პრობლემას.

3) ვიტამინი В7 ცნობილია, როგორც ბიოტინი, ეხმარება თმასა და ფრჩილებს ზრდაში, ასევე, ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს. ბიოტინებით მდიდარია კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ბიოტინი ბიოდანამატების სახით. 

4) მცენარეული ზეთები: ქოქოსის ზეთი, ნუშის ზეთი, ზეითუნის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ბრინჯის ზეთი, გულყვითელას ზეთი ძალიან ეფექტურია თმისთვის. ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ზეთი შეურიეთ გულყვითელას ზეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ მინიმუმ ორი საათი. პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ ორ კვირაში ერთხელ. 

5) ჟოჟობას ზეთი გამჭვირვალე ოქროსფერი სითხეა, თხილის სურნელით. იგი მდიდარია Е და В ვიტამინებით, მინერალებით. შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი თავის კანში. ერთი-ორი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

6) პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმს კანის ცხიმის გამომუშავებაში, რომელიც თავის კანს ამშვიდებს და აქრობს ქერტლს.
7) ჭინჭარი, სერენოას პალმა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ეხმარება თმას ზრდაში და თავის კანის სისხლის ცირკულაციაში. კარგია დაბანის შემდეგ ჭინჭრის ნაყენის გადავლება.

8) ხახვის წვენი ძალზე ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად. გამოწურეთ ხახვი, შეურიეთ იმდენიმე ალოეს წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. თმა ჩამოიბანეთ ერთი საათის შემდეგ. 

9) ჭარხალი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის. ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ჭარხლის რეგულარულად მიღებამ შეიძლება თმის ცვენა შეგვიჩეროს. ჭარხალი სავსეა ნახშირწყლებით, ცილებით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, B და C ვიტამინებით. თითოეული ნივთიერება აუცილებელია ჯანსაღი თმისთვის. 

შეგიძლიათ თმის მზა ნიღაბში ან შამპონში შურიოთ აფთიაქში შეძენილი სხვადასხვა ვიტამინი, მაგალითად: A, B, E, PP, H ოღონდ გაითვალისწინეთ ერთ ჯერზე უნდა გამოიყენოთ ერთი ან ორი სხვადასხვა ვიტამინი. ვიტამინი შამპონში ერევა უშუალოდ გამოყენების წინ. 

 

ნიღბები თმისთვის:

1)  5 ტაბლეტი ასპირინი, 120 მლ მდუღარე წყალი, 1ჩ/კ თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად, სანამ თაფლი არ გადნება. შეიზილეთ თმის ძირებში კარგად და გაიჩერეთ 15 წუთი. 

თუ ქერტლი გაწუხებთ დასაბან შამპუნში შეურიეთ ერთი ტაბლეტი ასპირინი და ისე დაიბანეთ თავი. შედეგს მაშინვე ნახავთ. 

 

 2) 100 გრ ალოეს წვენი + 1/2 ყურძნის მშრალი ღვინო. დააყენეთ 2-3 დღე და პერიოდულად შეანჯღრიეთ. შეიზილეთ თავის კანში. 

3) 100 გრ ხახვი დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე, დაამატეთ 1სკ მარილი, ძმარი, თაფლი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 2-3 საათი.

4) 25 გრ ხმელი წიწმატურას ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გავაციოთ, გავწუროთ და შევიზილოთ თმის ძირებში. რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ გამოყენება. 

5) ქერტლის მოსაშორებლად ეფექტურია: 4 ცალ ლიმონის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გადაწურეთ ნახარში. გადაივლეთ დაბანის შემდეგ თმებზე. 

6) გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ: 1 ჩკ ალოეს წვენი, 1 ჩკ ლიმონის წვენი, 1 კვერცხის გული და 1 კბილი ნიორი აურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ თმის ძირებში, თავი შეიფუთეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 30-40 წუთი და ჩამოიბანეთ. დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილის ან ჭინჭრის ნაყენი. ეს პროცედურა გაიმეორეთ ხუთჯერ ზედიზედ და გაყოფილ ბოლოებს სამუდამოდ დაემშვიდობებით. 

7) თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ: 1 კვერცხის გული, 1 ჩკ სპირტი, 1ჩკ წყალი შეურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში დაბანის შემდეგ. 10 წუთის შემდეგ კვლავ ჩამოიბანეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: თმის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5978 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar