თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები
28.04.2020, 21:28

ლამაზი და მოვლილი თმა ყველა ქალის სურვილია. მარტო დაბანა სამწუხაროდ არ არის საკმარისი ამისთვის. პერიოდულად თმას სჭირდება დამატებითი ნიღბების გაკეთება.
ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სუფთა იერს. თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი იერი, ცხიმიანი ტიპისაა. მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება. შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან კი მშრალია.

 

სხვადასხვა ნიღბები თმისათვის: 

 1) მაიონეზის ნიღაბი მშრალი თმისთვის: მაიონეზის ნიღაბი არბილებს და აბზინვარებს თმას. აიღეთ 100 გრამი მაიონეზი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ დაბანილ თმაზე და გაიჩერეთ 20–30 წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
 2) გვირილისა და კვერცხის ნიღაბი თმის მბზინვარებისთვის: გვირილის ნახარშში აურიეთ  კვერცხის გული და შეიზილეთ სველ თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
 3) თმის ძირების გასამაგრებელი და ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი: აიღეთ 1 კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ფაფისმაგვარი მასა დაიტანეთ სველ თმაზე. შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და მოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი. რამდენიმე წუთი გაითბეთ თავი თმის საშრობი ფენით. თავის კანი ოდნავ უნდა აგეწვათ. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
 4) თმის დამარბილებელი ძმრისა და ჭინჭრის ნახარში: დაბანის შემდეგ, ძმრისა და ჭინჭრის ნახარში გადაივლეთ თმაზე. ის არბილებს და მბზინვარებას ანიჭებს თმას.
 5) ქერტლისგან სამკურნალო ლუდის სავლები: შამპუნით დაბანილ თმაზე შეიზილეთ ოთახის ტემპერატურის ლუდი. 10-15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

 6) თმის გამაჯანსაღებელი და მოცულობის აღმდგენი შავი პურის ნიღაბი: თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე, წყალში ჩაალბეთ შავი პური. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით უშამპუნოდ.

 7) გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ. წვენი წაისვით თმის ძირებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. 

8) კვერცხი გოგირდის ძალზე მდიდარი წყაროა. ის შეიცავს უამრავ მინერალურ ნივთიერებას, ცილებსა და იოდს, სელენს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. ეს ძალიან კარგად მოქმედებს ზეითუნის ზეთთან ერთად.

აიღეთ კვერცხის ცილა და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთმანეთში, სანამ პასტისმაგვარ მასას არ მიიღებთ; შემდეგ წაისვით თმაზე და თავის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნითა და გრილი წყლით.

კატეგორია: თმის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2109 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar