27.01.2020, 14:27 | |
ზამთარი ასოცირდება სიცივესთან, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ არ გაგვიცივდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ქუდი, შარფი და სხვა მსგავსი ნივთები. ქუდი არა მარტო სიცივისგან, არამედ გამოშრობისგანაც იცავს თმას. არსებობს კაპიუშონის ტიპის ქუდები, რომელიც ვარცხნილობას არ აფუჭებს და გამორიცხავს თმის დაზიანებას. ეცადეთ არ გამოიყენოთ თმის უთოები, თმა ზამთრის პერიოდში გამომშრალია და ფენის მოხმარება ადვილად დააზიანებს მას. უმჯობესია თმა გაიშროთ ბუნებრივი გზით, ან თუ ძალიან გეჩქარებათ თმის გაშრობა გაიშრეთ ცივი ჰაერით. გამოიყენეთ თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები. ზამთრის პერიოდში თმებს სჭირდებათ დამატებითი კვება და დატენიანება. კვირაში ერთხელ თმის ნიღბის გამოყენება დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი ეფექტი, ხოლო თუ ძალიან გამომშრალი თმა გაქვთ, გაყოფილი ბოლოებით, გირჩევთ ეს პროცედურა კვირაში 2 ჯერ ჩაიტაროთ. გამოიყენეთ ლუდისა და მაიონეზის ნიღბები- მაიონეზი თმას უფრო დამყოლს, ბზინვარესა და რბილს ხდის. დაბანამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით თმაზე მაიონეზი, შემდეგ კი ჩვეულებრივ, შამპუნითა და ბალზამით ჩამოიბანეთ. არანაკლებ ეფექტურია ლუდის ნიღაბი. დაბანამდე 20 წუთით ადრე შეიზილეთ თმაზე ლუდი. განსაკუთრებით ეფექტურია ჭვავის ლუდი. ყველაზე მთავარი: დააკვირდით თქვენი კვების რაციონს, კვენა უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი. აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული.
| |
| |
ნანახია: 1817 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |