როგორ გავიზარდოთ სწრაფად ჯანმრთელი თმა სახლის პირობებში
29.03.2020, 10:38

 ჩვენ შეგვიძლია თმა სახლის პირობებში ძვირადღირებული პროცედურების და სალონური მომსახურების გარეშეც დავიგრძელოთ. გაგიზიარებთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვახერხოთ თმის სიგრძის მომატება. თავდაპირველი შედეგი 1 თვეში გვექნება.
 

დავიტენიანოთ თმა ნიღბებით:

თმის დაბანის და თმის კონდიციონერის გამოყენების გარდა, საჭიროა რომ ნიღბებიც არ დაგვავიწყდეს.

თმა ნიღბებით რეგულარულად უნდა დავიტენიანოთ.

ღრმა-კვების პროცედურა სასურველია კვირაში 1-2ჯერ გამოვიყენოთ, რომ შედეგი გვქონდეს.

შედეგი: თმის ღერები გახდება უფრო ძლიერი და ჯანსაღი.

 

უარი თქვით თმის ხშირად შეღებვაზე:

 საღებავი თმას აზიანებს. თმის ღერები უფრო სუსტი და მტვრევადი ხდება, რაც ადვილად შესამჩნევია.
თუ თქვენ ოცნებობთ იმაზე, რომ სხვა ფერის თმა გქონდეთ, შეეცადეთ ბუნებრივი პალიტრა შეარჩიოთ.
ეცადეთ, რომ თმა ოდნავ გაიღიავოთ. ნაკლები ჩარევები ამ შემთხვევაში გაამართლებს და თქვენი თმა უფრო ჯანსაღი იქნება.

 

თმა ბუნებრივად გაიშრეთ და ფენს გარკვეული პერიოდით დაემშვიდობეთ.
თმას სიმხურვალე რეგულარულად თუ ხვდება, მის ბოჭკოებს მშრალს და მყიფეს ხდის. შესაბამისად, თმა სიგრძეშიც აღარ იმატებს. თუ ფენი ჩვენი განუყრელი ნაწილია, მაშინ მის მოხმარებამდე თმაზე სპეციალური დამცავი საშუალებები უნდა დავიტანოთ.

 

 პერიოდულად გამოიყენეთ ვიტამინების ნიღაბი:

თუ თქვენს თმას არაფერი შველის, მაშინ ვიტამინების გამოყენება აუცილებელია. დანამატები ააქტიურებენ თმის ფოლიკულებს და დროთა განმავლობაში თმა გრძელი გახდება. ნუ იყიდით ვიტამინებს შემთხვევითობის პრინციპით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და სპეციალური ტესტების მეშვეობით გაიგებთ ზუსტად, რომელი ვიტამინები სჭირდება თქვენს ორგანიზმს და იმის მიხედვით თმაზე გამოიყენებთ. 
 

რეგულარულად შეიჭერით თმა:

ნუ დაგენანებათ გაყოფილი ბოლოების მოშორება, რადგან ის ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელია. გახსოვდეთ, რომ დროთა განმავლობაში, გაყოფილი ბოლოები უფრო მაღლა ადის. შედეგად, თმა გაყოფას მთელი სიგრძის მიმართულებით იწყებს. თმის შეჭრა სულაც არ უწყობს ხელს თმის უსწრაფესად გაზრდას, თუმცა მთავარი ისაა, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, რომელიც თმის ჯანსაღ ზრდას ხელს უშლიდა. შეიჭერით თმა ორ-სამ თვეში ერთხელ რეგულარულად.

 

ნუ დაიბანთ თმას ძალიან ხშირად:

რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ თმას სისუფთავე არ შეუნარჩუნოთ, მაგრამ უნდა გაარკვიოთ თქვენი თმის და კანის მახასიათებლები, რათა იცოდეთ კვირაში რამდენჯერაა აუცილებელი თქვენი თმის დაბანა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცხიმიანია ის. რაც უფრო ცხიმიანია თმა, უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ, მაგრამ არა ყოველ დღე. როცა მშრალ თმაზე საუბარი გვიწევს, უნდა აღინიშნოს, რომ კვირაში 1-2ჯერ დაბანა საკმარისია.
გავითვალისწინოთ, რომ თმის მოვლის ათასგვარი პროცედურები ზოგჯერ კანის სიმშრალეს და გაღიზიანებასაც იწვევს.

 

გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ:
1 ჭიქა რძე
1 კვერცხი (მთლიანად)
2 ს/კ ზეითუნის ზეთი ან აბუსალათინის
1/2 ლიმონი
კარგად გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დაელოდეთ 20-30 წუთი, წაისვით სუფთა თმაზე. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 1 საათით და კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. ასევე გამოიყენეთ ბალზამი ან თმის კონდიციონერი. შედეგი გაგაოცებთ.

კატეგორია: თმის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3052 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar