სხვადასხვა სასარგებლო რჩევები
01.04.2020, 10:17

სხვადასხვა პრობლემის მოგვარება ადვილადაა შესაძლებელი, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ.

ზოგჯერ მომაბეზრებელი პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილადაა შესაძლებელი. თუ დანას ცხელ წყალში ჩადებთ, შემდეგ გაამშრალებთ და პურს დაჭრით ნაჭრები უფრო ლამაზიც გამოვა და არც ბევრი ნამცეცი დაიყრება. 

კოღოს ნაკბენს და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს ადვილად გაუმკლავდებით, თუ კანის დაზიანებულ ადგილზე ცივ ხახვს დაიდებთ. კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილს უბრალოდ წყლის ჭავლიც დაგიამებთ. 

თუ ტანსაცმელი მელნის ლაქით დაგესვარათ, რძე დაგეხმარებათ. მართალია ლაქების ამომყვანი უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ მათგან განსხავებით რძე არც ქსოვილს აზიანებს და არც ალერგიას იწვევს. ჩადეთ რძეში დალაქავებული ადგილი და დაელოდეთ რამდენიმე საათი. თუ მელანი ამ ხნის განმავლობაში არ გაქრება, დააწვეთეთ ლაქას ცოტა ძმარი. 

თუ აბაზანაში ობმა შეგაწუხათ გამოიყენეთ ლიმონის წვენი. 3-Ingredient Natural Grout and Tile Cleaner - keeps tiles spotless ...გახსენით ერთ ჭიქა წყალში ორი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა, დაამუშავეთ ამ ნაერთით დაობებული ადგილები და ისიც უკვალოდ გაქრება. 

ქლორით თითქმის ყველაფრის გაწმენდა შეიძლება, რისი დეზინფექციაც გსურთ. ეს იაფი საშუალება ანადგურებს ბაქტერიებს და ამიტომ დიასახლისების საიმედო დამხმარეა. 

შუშების გაწმენდაში ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. ის არა მარტო ასუფთავებს ფანჯრებს, არამედ ერთგვარ სტერილიზაციასაც უკეთებს მათ. მისი დახმარებით თქვენი ფანჯრები ძვირფასი ქვებივით დაიწყებს ბზინვას. 

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1699 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar