კარტოფილის სახამებლის გამოყენების სხვადასხვა სასარგებლო რჩევები
16.03.2020, 15:15

კარტოფილის სახამებელი ბევრი საყოფაცხოვრებო სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ და თქვენ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული საშუალებების შეძენა, რომელიც ხშირად ალერგიას იწვევს. 

დაივიწყეთ შუშების ხანგრძლივი და მტანჯველი წმენდა. სახამებელს გააჩნია მბზინავი ეფექტი. ჩაყარეთ წყალში სახამებელი და გაწმინდეთ შუშები, ისინი დაიწყებენ ბზინვას. 

ვერცხლის ნაკეთობებს სწრაფად დაუბრუნდებათ ძველებული იერსახე თუ კარტოფილის სახამებელში გარეცხავთ. ჩაყარეთ წყალში ორი ჩაის კოვზი სახამებელი და ჩააწყვეთ მასში ვერცხლის ნივთები. შემდეგ კი სპეციალური საშუალებით გარეცხეთ. 

კანის დამწვრობა არასასიამოვნო მოვლენაა, განსაკუთრებით ზაფხულში. კარტოფილის სახამებელი ამ შემთხვევაში უებარია. შეურიეთ სახამებელი წყალში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მიღებული ნაერთით დაიმუშავეთ დამწვარი კანი. 

თუ სახლში ბავშვები არიან ხალიჩის სუფთად შენახვა შეუძლებელია. კარტოფილის სახამებელი შესანიშნავად უმკლავდება ამ პრობლემასაც. დააყარეთ დაბინძურებულ ადგილზე სახამებელი, გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ამ მეთოდით ცხიმიანი ლაქების ამოყვანასაც შეძლებთ. 

კარტოფილის სახამებელი გააქრობს სუნს თქვენი ფეხსაცმლიდან. ჩაყარეთ სახამებელი ფეხსაცმელში, ის რამოდენიმე საათში გააქრობს უსიამოვნო სუნს და დილით სუფთა ფეხსაცმელი დაგხვდებათ. 

იყო დრო, როდესაც ტამსაცმელს ახამებდნენ, ახლა კი სპეციალურ საშუალებებს იყენებენ, რომელთა ინგრედიენტები საკმაოდ საზიანოა. იგივეს გაკეთება კარტოფილის სახამებელსაც შეუძლია. გასახამებლად აიღეთ ერთი ჭიქა წყალი + ერთი სადილის კოვზი სახამებელი. 

ტყავის ნაწარმის გასაწმენდად დააყარეთ სახამებელი გაჭუჭყიანებულ ადგილს და გაწმინდეთ სველი ნაჭრით. 

ნესტი დამღუპველია ქაღალდის ნაწარმისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩადეთ ქაღალდი პაკეტში, დააყარეთ სახამებელი, შემდეგ კი გაწმინდეთ. 

კარტოფილის სახამებელი ერთგვარი მშრალი შამპუნიცაა. რა თქმა უნდა ბევრი არ გარისკავს საკუთარ თმებზე მის გამოცდას, სამაგიეროდ ასე შეგიძლიათ გაუსუფთაოთ ბეწვი შინაურ ცხოველს. 

თუ კარტოფილის სახამებელს ნებისმიერ ეთერზეთს შეურევთ, არაჩვეულებრივ დამამშვიდებელს მიიღებთ. 

ზოგჯერ რბილი სათამაშოების მოსავლელად დრო აღარ გვრჩება, სახამებელი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ისინი ქაღალდის მსგავსად უნდა მოათავსოთ პაკეტში, დააყაროთ სახამებელი, შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდოთ. 

ხის ავეჯი ახალივით გახდება თუ წყალს და სახამებელს შეურევთ და მიღებული ნაერთით დაამუშავებთ ზედაპირებს. 

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1954 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar