09.01.2020, 14:22 | |
თევზის შეწვა თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი ისე მომზადება, რომ მადისაღმძვრელ კერძად აქციოს. თუ არც თქვენ გამოგდით რამდენიმე რჩევას მოგცემთ პრობლემის გამოსასწორებლად. ტაფა ძალიან ცხელი უნდა იყოს. როცა თევზში არცებული ცივი ცილები არასაკმარისად ცხელ მეტალზე ხვდებიან, წარმოიქმნებიან შენაერთები, რომელთა დაშლაც რთულია. სწორედ ამიტომ გიწევთ თევზის ნაწილ-ნაწილ აღება ტაფიდან. სანამ თევზის შეწვას დაიწყებთ გააცხელეთ ტაფა ხუთი წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ხანგრძლივი წვა გამოაშრობს თევზს და გახდის უგემურს. გაზომეთ თევზის სისქე ყველაზე სქელ ადგილზე და შეწვით ის ოთხი წუთი ყოველ სანტიმეტრზე. დროის ნახევრის გასვლის შემდეგ გადმოაბრუნეთ თევზი და გააგრძელეთ წვა. თევზის კანის ზედა ფენა ძალიან მყიფეა, როდესაც თევზს ეხებით აზიანებთ ამ ფენას, ამიტომ შეეხეთ თევზს რაც შეიძლება იშვიათად. თევზის გადმოსაბრუნებლად გამოიყენეთ ხის პატარა ნიჩაბი ან კოვზი. ყურადღება უნდა მიაქციოთ გაყინული თევზის გალღობასაც. ოთახის ტემპერატურაზე ან ცხელი წყლით გალღობა ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. ამიტომ ამ პროცედურისთვის უმჯობესია თევზი საყინულედან მაცივარში გადაიტანოთ. თუ ძალიან გეჩქარებათ ჩადეთ თევზი ჰერმეტულ შეფუთვაში და შეუშვირეთ ძალიან ცივ წყალს. წყალი მაქსიმალურად უნდა ფარავდეს თევზს, მაგრამ არ უნდა შევიდეს შეფუთვის შიგნით. ნუ დააყრით ბევრ მარილს მარინადს, რადგან ხორცი იწოვს სითხეს და მარილის კრისტალების უმეტესობა გარეთ რჩება. მოაყარეთ მარილი და სანელებელი უშუალოდ თევზს, მარინადს კი ძალიან მცირე რაოდენობის მარილი, კამა, ოხრახუში, ლიმონი და ცოტა ზეითუნის ზეთი. ეს თევზის გემოს განსაკუტრებით ხიბლს შესძენს. არ დააწყოთ ტაფაზე თევზის თევზის ბევრი ნაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგი ნაჭერი დაიწვება მაშინ, როდესაც ნაწილი ჯერ კიდევ უმი იქნება. აიღეთ შესაბამისი ზომის ტაფა, დაალაგეთ მასზე თევზის სამი-ოთხი ნაჭერი და შეწვით. აუცილებლად დაათვალიერეთ თევზი შეძენამდე. ახალ ჯანმრთელ თევზს სუფთა განმჭირვალე თვალები უნდა ჰქონდეს. თუ ტვალები დანისლული ან ჩამუქებული აქვს, ეს მის სიბერეზე, ან ავადმყოფობაზე მეტყველებს. თევზი უნდა ბრწყინავდეს და არ უნდა ჰქონდეს ლორწო. ახალი თევზის ხორცი მკვრივია, თითის დაჭერის შემთხვევაში მასზე არ უნდა დარჩეს კვალი. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ახალ თევზს არ უნდა ასდიოდეს თევზის სუნი. მას უნდა ჰქონდეს ზღვის სუნი. მკვეთრად გამოხატული თევზის სუნი მისი სიბერის აშკარა ნიშანია. კანის გაცლა გაცილებით იოლი იქნება შეწვის შემდეგ, რადგან წვა კანქვეშა ცხიმის ფენას ამცირებს, რომელიც ერთმანეთთან კანს და ხორცს აკავშირებს. თავის მხრიც ცილელი, რომლებსაც თევზის კანი შეიცავს ხელს უწყობენ წვას და თევზის გადატრიალებას აიოლებენ. იმედია ამის შემდეგ შემწვარი თევზი თქვენი კულინარიული მიღწევის საუკეთესო შედეგი გახდება. | |
| |
ნანახია: 5103 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |