როგორ გავწმინდოთ ხალიჩა სახლის პირობებში
02.12.2019, 18:18

ხალიჩა თითქმის ყველა ოჯახში აქვთ, რომელიც ოთახს სიმყუდროვესა და კომფორტს მატებს. თუმცა, ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა მასში დაგროვილი მტვრისა და ლაქებისგან, ხალიჩა კარგავს თავის ხიბლს. ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების ამოსაყვანად კი, ხშირად გვიწევს მისი გასარეცხად წაღება, თუმცა არსებობს მარტივი საშუალებებიც, რაც სახლის პირობებში, ხალიჩის წმენდას გაგვიმარტივებს და დროისა და ფინანსების დაზოგვაშიც დაგვეხმარება.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით იოლ მეთოდს, თუ როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად ისე, რომ არანაკლებ ეფექტური შედეგი მივიღოთ, ვიდრე ქიმწმენდაში შესრულებული რეცხვაა.

ალბათ გსმენიათ, რომ საჭმლის სოდა უნივერსალიური საშუალებაა სახლში სისუფთავის დასაცავად. სოდით რეცხავენ და წმენდენ პრაქტიკულად ყველა სახის ზედაპირს. სოდა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს  ალერგიას, არ ტოვებს სუნს, პირიქით აქრობს უსიამოვნო სუნს. ეს მეთოდი იაფია და იდეალურად ებრძვის სხვადასხვა სახის ლაქებს.

 

მოამზადეთ შემდეგი ნარევი:

 1/3 ჭიქა ძმარი

 1 სუფრის კოვზი სოდა

 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი

 ცოტა ცხელი წყალი.

  ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და უხეში ჩოთქის საშუალებით გახეხეთ ხალიჩა. შემდეგ სუფთა, კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ ხალიჩა და დააცადეთ ცოტახანს გაშრეს. შედეგს თვენ თვითონ ნახავთ.

 

ცხიმიანი ლაქა:

დააყარეთ ლაქას მსხვილად დაფქული მარილი, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ და ლაქა უკვალოდ გაქრება.

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 884 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar