როგორ გავიდიდოთ მკერდის ზომა ვარჯიშით სახლის პირობებში
22.11.2019, 14:19

მკერდის ზომის გაზრდაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ჰორმონები- ესტროგენები. ასაკი, რომლის დროსაც მკერდის ზომა იზრდება 11-18 წლებს მოიცავს. ამ პროცესში ესტროგენების გარდა, მნიშვნელოვანი როლი შეაქვს მემკვიდრეობითობას, რეჟიმსა და კვების რაციონს.

მკერდის ზომის გაზრდა ბევრ ქალბატონს სურს, თუმცა ყველას არ უნდა ქირურგიული ოპერაციის გაკეთება. ზოგადად, მამაკაცები ფიქრობენ, რომ ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ხშირად ქალებიც ეთანხმებიან. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰორმონებზე ზემოქმედებენ და მკერდზე გარკვეული გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. ქვემოთ მოცემული პროდუქტების რეგულარული მიღებისას თქვენი მკერდის ზომა გაიზრდება. მაშ ასე:

   მიირთვით კამა. ამ მცენარემ უკვე დიდი ხანია, დაიმკვიდრა ქალისთვის ესტროგენის მიმწოდებლის სახელი. კამა მეძუძური დედის ჩაის რაციონში ხშირად შეაქვთ.

    მიირთვით ჯანსაღი საკვები, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ჰორმონების დაბალანსებას. სწორედ, ამ განსაკუთრებულ უნარს ფლობას შვრია.ის გაჯერებულია სპეციალური ფერმენტებით, რომელიც საოცარ შედეგს მოახდენენ თქვენს ორგანიზმზე.

    დალიეთ ნატურალური ლუდი. უკვე დიდი ხანია, მიჩნეულია, რომ ლუდი მკერდის ზომას ცვლის. სასურველია, ახლად მოდუღებული ლუდი თვეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში დალიოთ.

     საკვებ რაციონში შეიტანეთ სოიო და ბარდა, ეს მარცვლეული ყველასთვის ხელმისაწვდომია და საკმაოდ გემრიელია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და სასურველ შედეგს დაელოდოთ.

  მკერდის ოთხმოცი პროცენტი ცხიმის ქსოვილისგან შედგება. ამიტომ, ზომის გასაზრდელად უნდა მივიღოთ საკვები ცხიმები, მაგალითად: კარაქი, არაჟანი და სხვა.
   მნიშვნელოვანი ფაქტორია ხილი,  ბოსტნეული, რომელიც უამრავ სასარგებლო თვისებასთან ერთად, მკერდის ზომაზეც დადებითად აისახება.

   მიირთვით თაფლიანი კაკალი. დავფაროთ კაკალი თაფლით და ვაცალოთ 5–7 დღე. ვჭამოთ თითო-თითო კაკალი დღეში 3 ჯერ. ფრთხილად იყავით თუ ალერგია გაქვთ თაფლზე.

    ახალი მარწყვის ფოთლები (10–15 გრამი ) უნდა მოიხარშოს მდუღარე წყალში ერთნაირ პროპორციებში
რძესთან (100 მილი გრამი). გავაჩეროთ 30–40 წუთი და ვსვათ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი დღეში 1–2 ჯერ.
     ჭარხალი შეიცავს ნახშირწყლებს, ბოჭკოვანას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას. მის შემცველობაში C ვიტამინიცაა. 

   სტაფილო ის ჯადოსნურია, რადგან ზოგ შემთხვევაში დაავადების თავიდან ასაცილებლად და განსაკურნებლადაც იყენებენ. მათ შორისაა სისხლძარღვთა დაავადებები, ანემია, ბრონქიტი და სხვა. იგი ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

    რძე რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ექსპერტებმა ჩამონათვალში ეს პროდუქტიც შეიტანეს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, ყველამ იცის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გააჩნია მის ხარისხს და იმასაც, ახალია თუ არა. თუ იგი ძველია, პირდაპირ მტრად მოგვევლინება.
     ყველი დიდი დოზით არც ყველის მიღებაა რეკომენდებული. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მას ზოგჯერ ფხვნილისგან ამზადებენ. ნამდვილი ყველის სასარგებლო თვისება კი ცხიმების კონტროლი და სიცოცხლის გახანგრძლივებაც კი გახლავთ.

    მუხუდო პარკოსანთა ოჯახის მცენარეა, რომლის შესახებაც ნაკლებად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, მკერდის ზომის შეცვლაში მასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.

გარდა ამისა, კალიფორნიის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიტოესტროგენი, რომელსაც მცენარეები შეიცავს, იწვევს მკერდის ქსოვილის აქტიურ ზრდას. ბუნებრივი სახით, ამ ნივთიერებას სელის თესლი, ოსპი, გაღივებული ხორბალი, ლობიო, სვია და სოია შეიცავს. გარკვეული რაოდენით ფიტოესტროგენი ყავაში და ფორთოხლის წვენშიც არის.

 

 

გაგაცნობთ რამოდენიმე სახის ვარჯიშს მკერდის გასაზრდელად:

1) დადექით ღია კარებში, მიეყრდენით ხელისგულებით კარების ჩარჩოს. მოხარეთ იდაყვები და მკერდით წინ გაიზნიქეთ. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 30-35 წამი, შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.
2) ეს ვარჯიში კლასიკური აზიდვების ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ  განსხვავება ის არის, რომ მისი შესრულება ნაწილობრივ მოგიწევთ.
დაწექით აზიდვისთვის საჭირო მდგომარეობაში (გასამარტივებლად ფეხის ტერფების მაგივრად დაეყრდენით მუხლებს). დაუშვით სხეულის ზედა ნაწილი იქამდე, სანამ პრაქტიკულად ცხვირით არ შეეხებით იატაკს და დაჰყავით ამ სტატიკურ მდგომარეობაში 15 წამი. შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.

3) დადექით კედლისკენ სახით და ორივე ხელით მიეყრდენით მას, ისე, რომ ხელები მხრების სიმაღლეზე გქონდეთ. მოხარეთ ხელები იდაყვებში და გადაიხარეთ წინ - კედლისკენ. მაქსიმალურად მიაწექით ხელისგულებით კედელს, თითქოს მის დაძვრას ცდილობდეთ. ასეთი დაწოლით შესანიშნავად მკვრივდება მკერდის კუნთები. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 10 წამი, შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ.
4) ეს ვარჯიში, მკერდის კუნთების გარდა, მხრებისასაც ამუშავებს. ვარჯიშის შესასრულებლად დადექით კედელთან ზურგით, მჭიდროდ მიეყრდენით მას, ხოლო ხელები დაბლა ჩამოუშვით. მიაწექით ხელისგულებით კედელს იმდენად ძლიერად, რამდენადაც ამას შეძლებთ. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ. ვარჯიშის დროს უნდა იგრძნოთ, როგორ იჭიმება მხრებისა და მკერდის ზედა კუნთები.

 5) დადექით სწორად, ზურგი გამართული გაქვთ, მხრები - ჩამოშვებული. დაილაგეთ ხელისგულები თეძოებზე და დაიწყეთ იდაყვების უკან გაწევა, ისე, თითქოს გსურთ, ზურგსუკან ისინი ერთმანეთს შეახოთ. შეასრულეთ მოძრაობა ნელა, რათა იგრძნოთ კუნთების დაჭიმვა. უკან გაწეული იდაყვები გააჩერეთ 15 წამის განმავლობაში, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 8-10-ჯერ.
6) შემდეგი ვარჯიში ხელს უწყობს მკერდის შიდა კუნთების დაჭიმვას. ამ ვარჯიშის შესასრულებლად გადააჯვარედინეთ ხელისგულები ერთმანეთზე და დააფიქსირეთ მკერდის წინ, მხრების სიმაღლზე. ახლა შეეცადეთ, ძლიერად გასწიოთ ხელები ისე, თითქოს გსურთ, დააშოროთ ისინი ერთმანეთს, დაანგრიოთ ხელისგულებით გაკეთებული კოშკი. დაჰყავით ამ მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ვარჯიში 5-8-ჯერ.

7) დადექით სწორად და ხელისგულები მკერდთან ერთმანეთზე მიატყუპეთ. იდაყვები გაშალეთ განზე, ისე, რომ სწორი კუთხეები მიიღოთ. ახლა მთელი ძალით მიაწექით ხელისგულებს, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეძლებთ. იგრძნობთ, როგორ დაიჭიმება მკერდის კუნთები. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 5 დათვლა, შემდეგ მოდუნდით 10 წამი და კვლავ გაიმეორეთ. სულ 8-10-ჯერ. თანდათანობით გაზარდეთ აქტიური ფაზა 15 წამამდე.

თუ ამ პროცედურებს რეგულარულად გააკეთებთ, შედეგსაც თვითონვე დაინახავთ.

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5293 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar