02.04.2020, 12:14 | |
თუკი დილიდან გადაწყვიტეთ ორგანიზმისთვის განტვირთვის მოწყობა, ჩაინიშნეთ პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ დაგროვილი ცხიმის სწრაფად დაწვაში. თუ გინდათ დაიკლოთ 5 კგ. დაიწყეთ საუზმით, საუზმე კარგი ჯანმრთელობის და ლამაზი სხეულს საწინდარია. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი კალორიების დაწვაში: 1) ყავა განსაკუთრებით სასარგებლო სასმელია, თუკი დილის ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე დალევთ, მაშინ ფიზიკური დატვირთვის ეფექტურობა გაიზრდება 15%-ით. თუმცა დილის ვარჯიშის გარეშეც თქვენი სხეულისთვის სასარგებლოა, ვინაიდან მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და აიძულებს ორგანიზმს ცხიმის სწრაფ დაწვაში. 2) ბანანი ეს მკვეთრი ხილი არა მარტო სხეულისთვის, არამედ გულისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა. ერთი ბანანი სრულად ფარავს ორგანიზმში მთელი დღის განმავლობაში კალიუმის აუცილებლობას. 3) კვერცხი იდეალური პროდუქტია საუზმისთვის. მასში ბევრი ცილაა, რაც ნიშნავს, რომ გვიან ვიგრძნობთ შიმშილს და ნაკლებ საკვებს მივიღებთ სადილად. კვერცხის გული, ამავდროულად, მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ზაფხულის გარდა, წელიწადის ნებისმიერ დროს გვესაჭიროება. 4) მოცხარი და ჟოლო გაყინული ან ცოცხალი კენკროვანი მცენარე, შეგიძლიათ დაუმატოთ წიწიბურას, იოგურტს ან შვრიას და გახდეთ ამავდროულად. ანტიოქსიდანტებით გაჯერებული კენკროვანი სასარგებლოა ტვინისთვის და სისხლძარღვებისთვის. 5) შავი, მწვანე, პიტნის ან გვირილის ჩაი - ნებისმიერი სახეობის ჩაი გეხმარებათ გახდომაში. ანტიოქსიდანტები მეტაბოლიზმს არეგულირებს, პიტნის არომატი ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, გვირილა სტრესის დაძლევაში გეხმარებათ, რის გამოც ყველაზე ხშირად ვკრებთ ზედმეტ კილოგრამებს.6) სასარგებლო ცხიმები რძის შემცველობაში მეტაბოლიზმის დაჩქარებას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, რძე ბევრ ცილას შეიცავს, რომელიც აუცილებელია ნაყროვანების შენარჩუნებისთვის. | |
| |
ნანახია: 1593 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |