რისთვის გამოიყენება აბუსალათინის ზეთი, მისი დადებითი თვისებები
25.04.2020, 22:42

აბუსალათინის ზეთი ფლობს გასაოცარ და ეფექტურ თვისებებს. კოსმეტოლოგიაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება. აბუსალათინის ზეთი შეუფასებელია თმის, კანის ნიღბებისათვის.

აბუსალათინის ზეთი დადებითად მოქმედებს პირველად ნაოჭებზე, კვებავს და არბილებს სახის კანს. 

აბუსალათინის ზეთი მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

აბუსალათინის ზეთი გამოიყენება დაბეჟილობის, ნებისმიერი ჭრილობისა და წყლულის სამკურნალოდ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილს ჭიპი ცუდად უხორცდება. ამისათვის ჭრილობაზე ზეთის ოდნავ წასმაც კი საკმარისია.
კოჟრების დასარბილებლად და ტკივილის მოსაშორებლად, საჭიროა, კვირაში სამჯერ, ძილის წინ დაიზილოთ ფეხები და შემდეგ ჩაიცვათ ბამბის წინდები.
ზეთი ათეთრებს კანის პიგმენტურ ლაქებს.

ფეხის მასაჟი აბუსალათინის ზეთის გამოყენებით, მოგიხსნით დაღლილობას და ტკივილებს. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ წრიული მოძრაობით კუნთებზე წაისვით ზეთი, ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ტკივილს ამცირებს. უფრო მეტი სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტის მისაღებად დაამატეთ პიტნის ზეთი.

გაღიზიანებულ და დაწითლებულ თვალებში ჩაიწვეთეთ თითო წვეთი ზეთი.

აბუსალათინის ზეთი შველის ბუასილს.

ამბობენ, რომ თვალის ქუთუთოზე მცირე რაოდენობით აბუსალათინის ზეთის წასმა, დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაძინებაში. აბუსალათინის ზეთი, თქვენს ძილს უფრო ღრმას და უფრო ხანგრძლივს გახდის.

ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამელოტების წინააღმდეგ.

აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობისას, მოწამვლისას.

კონიუნქტივიტის დროს ჩაიწვეთეთ თვალებში თითო წვეთი ზეთი, დღეში 2-ჯერ.

გაციებისას, განსაკუთრებით ძლიერი ხველის დროს, დაიზილეთ გულ-მკერდი აბუსალათინის ზეთით.

თუ მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ყოველდღე აბუსალათინის ზეთი წაისვით.ის მხოლოდ ფრჩხილების გამაგრებაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ ნუნებს და ფრჩხილის გარშემო გამაგრებულ კანსაც დაგირბილებთ.

ზეთს იყენებენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს. მენსტრუალური ტკივილის დროს დაიზილეთ ზეთით მუცლის არე.
ბრონქიტისა და გაციებისას სასარგებლოა მკერდის დაზელვა ნარევით, რომელიც დამზადებულია 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთითა და 1 სადილის კოვზი სკიპიდრით. ჯერ შეათბეთ აბუსალათინის ზეთი, შემდეგ დაამატეთ სკიპიდარი. მიღებული ნარევით დაიზილეთ მკერდი და თბილად შეიხვიეთ. მსუბუქი გაციებისას ნარევი შეიზილეთ ძილის წინ, ხოლო ძლიერი გაციებისას –  2-ჯერ დღეში.

 

თვალის გარშემო ნაოჭებისთვის:

გააცხელეთ ჩაის კოვზი. დაასხით ზედ აბუსალათინის ზეთი და შეათბეთ. თბილი ზეთი შეიზილეთ თვალის გარშემო. ჩაიტარეთ ეს პროცედურა თვეში ორჯერ და მრავალი ნაოჭი გაგიქრებათ. 

 

სახის კანისთვის:

დაგჭირდებათ ცოტაოდენი აბუსალათინის ზეთი. ზეთი უნდა შეათბოთ ზემოთხსენებული წესით. შემდეგ შეიზილეთ სახის კანში. ორი საათის შემდეგ ბამბის ტამპონით მოიცილეთ ზედმეტი ცხიმი.

 

თმებისთვის:

ორი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. 40 წუთის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, მზესუმზირის ზეთი და შამპუნი. გაიჩერეთ 30-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. 

თმის ცვენისას:

თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, ლიმონის წვენი და სპირტი შეურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ თმის ძირებში ძილის წინ, დილით კი ჩამოიბანეთ შამპუნით. 

გაითვალისწინეთ: აბუსალათინი არ გამოიყენება ორსულებსა და ჩვილ ბავშვებში.

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 9508 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar