14.02.2020, 13:09 | |
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი სუფთა წყლის დალევაა საჭირო. ამასთან ჩაი, ყავა და სხვა სასმელები სათვალავში არ შედის. ჩნდება კითხვა: როგორი წყალია სასარგებლო, ონკანის თუ ანადუღარი? ან შეიძლება თუ არა ანადუღარი წყლის ხელმეორედ ადუღება? არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც წყლის მხოლოდ ერთხელ ადუღების რეკომენდაციას იძლევიან. ზოგი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო დიდხანს დუღს წყალი, მით უფრო თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. ადამიანების უმრავლესობა წყალგაყვანილობის წყალს იყენებენ, ასეთ წყალში მრავალი კომპონენტი შედის, რომელთაგან ორგანიზმზე დადებითად ყველა არ მოქმედებს. თავის მხრივ დუღილის პროცესში წყალში წარმოიქმნება ქლორორგანული ნაერთები.თუ დუღილი გრძელდება ასეთი ნაერთებიც მრავლდებიან. საქმე ეხება კალცეროგენებს და დიოქსინებს, რომლებსაც უჯრედზე, ქსოვილზე და სხეულის ნაწილებზე სავალალო ზიანის მიყენება შეუძლიათ. ეს ზიანი თავს იჩენს, არა მყისიერად, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, რადგან მავნე ნივთიერებების დალექვა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მძიმე, ზოგჯერ კი უნკურნებელი დაავადებების ფორმირებით სრულდება. ანადუღარი და აუდუღებელი წყალი გემოთიც განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იმავე დიოქსინების ზემოქმედებით აიხსნება. უნდა აიღნიშნოს, რომ ქლორი აუდუღარ წყალში უფრო მავნებელია, ვიდრე ადუღებულში. სწორედ ამიტომ იძლევიან ექიმები ბავშვების ანადუღარ წყალში დაბანის რეკომენდაციას. ქლორის გადაჭარბებულ რაოდენობას შეუძლია გამოიწვიოს კანის აქერცვლა, ქავილი და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები. როგორც უკვე ვთქვით დუღილისას წყალში დიოქსინები წარმოიქმნება, ხანგრძლივი დუღილისას კი მათი კონსისტენცია მატულობს. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ განმეორებითი ადუღებისას სცილდება დიოქსინების რაოდენობა დაშვებულ მაქსიმუმს. ეს პროცესი კარდინალურად ცვლის წყლის გემობრივ თვისებებს. ორჯერ ადუღებული წყალი უკვე აღარ არის ძველებურად გემრიელი, შესაბამისად ვერც მისგან დამზადებულ ყავას ან ჩაის ჩაატანთ გემოს. ყოველი შემდგომი ადუღებისას წყალში ქლორორგანული ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება, მაგრამ მათი რაოდენობა არ აღწევს იმ დონეს, რომ მძიმე ინტოქსიკაცია, ან სიკვდილი გამოიწვიოს. შესაბამისად წყლის მრავალჯერ ადუღების ადუღების მთავარი უარყოფითი მხარე წყლის გემოს შეცვლაა. წყალში არსებული ის მავნე ნაწილაკები და ბაქტერიები, რომლებიც 100 გრადუსზე კვდებიან , ერთი ადუღებითაც განადგურდებიან. ხოლო მათ რომელთათვისაც ეს ტემპერატურა მომაკვდინებელი არ არის, არც მეორე ადუღებისას მოუვათ რამე. შესაბამისად წყლის მეორედ ადუღებას არანაირი აზრი არ აქვს. ავადუღოთ თუ არა წყალი, ან რამდენჯერ ავადუღოთ? ინდივიდუალურად გადასაწყვეტი პრობლემაა. ერთი რამის ცოდნა კი აუცილებელია: განმეორებით ადუღებისას ქლორორგანული ნაერთები მაინც წარმოიქმნებიან. მიუხედავად იმისა მათი რაოდენობა ცოტაა შეუძლებელია გამოიცნო რა შედეგის მოტანა შეუძლიათ, ამიტომ უმჯობესია გადავღვაროთ დარჩენილი ანადუღარი წყალი და ახალი ავადუღოთ. ადუღებული წყალი ორგანიზმისთვის სასარგებლოა მხოლოდ ზოგიერთი წესის შესრულების შემთხვევაში. უნდა აადუღოთ მხოლოდ ახალი წყალი. არ შეიძლება წყლის რამდენიმეჯერ ადუღება, ან თუნდაც ნარჩენ ანადუღარ წყალში ახალი წყლის დამატება და ისე ადუღება. სასურველია ახლად გავსებული წყლიანი ჭურჭელი ცოტახნით გავაჩეროთ და შემდეგ ავადუღოთ. ასე ქლორისგან და მავნე ნივთიერებებისგან გავანთავისუფლებთ. ცხელი წყლის თერმოსში ჩასხმის შემდეგ უნდა დავიცადოთ ორიოდე წუთი, შემდეგ დავახუროთ თავსახური. შეუძლებელია სუფთა წყლის სარგებლის შეფასება, თუმცა ცუდი ხარისხის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად თუ წყალში კალციუმის მარილის მაღალი კონცენრტაციაა, მაშინ შარდ-კენჭოვანი დაავადებები არც ისე შორსაა. | |
| |
ნანახია: 2471 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |