ბევრ სარეცხ მანქანას აქვს სწრაფი, დელიკატური რეცხვის რეჟიმი, რომელიც დიასახლისებს დროის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს. თუმცა ყოველთვის ამ რეჟიმებით სარგებლობას არ გირჩევთ.
სწრაფი რეცხვის დროს გვაქვს ძირითადად ორი ვარიანტი, 30 და 40 გრადუსი. ამ ორ რეჟიმს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არსებობს, ორივე შემთხვევაში სარეცხი ნელ-თბილ წყალში ირეცხება. ყველაზე სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია სამოსისთვის, რომელსაც იშვიათად ვხმარობთ, თუმცა დღევანდელ დღეს ამ შემთხვევაშიც თავის შეკავებას გირჩევთ.
რაც უფრო მეტია წყლის ტემპერატურა, მეტად იხოცება მიკრობები:
რაც უფრო მაღალია იმ წყლის ტემპერატურა, რომელშიც სარეცხს ვრეცხავთ მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მიკრობები იხოცება. იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ იმაში, რომ 40 გრადუსი მიკრობების დასახოცად საკმარისი არ არის მოვიყვანთ მაგალითს, რომ ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6 –ია, რაც ბაქტერიების და მიკრობებისთვის იდეალური პირობაა. 60 გრადუსზე კი მიკრობების უმეტესობა იხოცება.
ინფექციის გავრცელების პერიოდში აუცილებელია სარეცხის ხშირი რეცხვა, იქნება ეს პირსახოცები, თეთრეული, ჩაის ტილოები, ხელთათმანები, ბავშვის ტანსაცმელი თუ სხვა.
ასევე დროა დაიწყოთ სარეცხის დაუთოება, ცხელი უთო მიკრობებს 100 % ანადგურებს.
პირსაწმენდებისა და თეთრეულის რეცხვისას კარგია თუ თეთრ ძმარს გამოიყენებთ. ჩაასხით 100 მლ თეთრი ძმარი დავლებისას, თქვენი სარეცხი რბილი გახდება.
მნიშვნელოვანი რჩევა:
დროდადრო აუცილებლად ჩაუტარეთ დეზინფექცია თქვენს სარეცხის მანქანას. საამისოდ ჩაასხით მანქანაში ერთი ჭიქა ძმარი, შეარჩიეთ ტემპერატურა არა ნაკლებ 60 გრადუსისა და ჩართეთ ყველაზე ხანგრძლივ რეჟიმზე.
ძმარი მოაშორებს თქვენ მანქანას დაგროვილ ნადებს და თან დახოცავს მიკრობებს.
|