06.03.2020, 09:25 | |
კისელი ის სასმელია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი დიდიხანია ვიცნობთ. ზოგს ეს სასმელი ძალიან უყვარს, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებსაც კისელის დანახვაც კი არ სურთ. კისელს დიდი ხანია კაცობრიობა იცნობს და ჩვენი წინაპრები მის სამკურნალო თვისებებს სისტემატიურად იყენებს. ადრე კისელი ცალკე კერძად ითვლებოდა. მაგრამ დღესდღეობით ეს სასმელი მხოლოდ დესერტის რანგში გვევლინება. სახამებლითა და ხილის კომპოტით დამზადებული ეს სასმელი, მრავალი ვიტამინებითაა მდიდარი. ამიტომ ის სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სახამებელი შეიძლება შვრიის, ჭვავის, ან ფეტვის ფქვილით შეიცვალოს. კისელის მომზადება არ არის რთული, გემო სასიამოვნო, ხოლო სარგებელი ფასდაუდებელია. ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს კისელი აუცილებლად შენიშნავდა მის დადებით გავლენას ნაწლავის მიკროფლორაზე. კისელის გამოყენება კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღვიძლი, პანკრეასი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებთ. მიუხედავად სისქისა კისელი რათქმაუნდა სითხეა და მასში 86% წყალია. რამდენად მდიდარია კისელი ვიტამინებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან არის იგი დამზადებული. მაგალიტად შვრიით დამზადებული კისელი B1, B2, B5 და PP ვიტამინებს შეიცავს. ხილითა და კენკრით დამზადებული კისელი კი E და C ვიტამინებს, ასევე კალიუმს, მაგნიუმს, კალცს, ნატრიუმს, რკინას, ლეციტინს, ლიზინს, მეტიამინსა და სახამებელს. კისელში შეიძლება იყოს სხვა ელემენტებიც, რაც უკვე ავღნიშნეთ მასში შემავალ ინგრედიენტებსა და დანამატებზეა დამოკიდებული. კისელის სამკურნალო თვისებებსაც გავეცნოთ - ის აქრობს კუჭში სიმძიმეს, ხსნის სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს და სპაზმს მუცლის არეში. რეკომენდირებულია გასტრიტისა და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას. ეფექტურია ნაწლავური დისბაქტერიოზის დროს. მატებს ენერგიას და ამაღლებს ტონუსს. გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და გავლენას ახდენს თირკმელებზე. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აბალანსებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას, ამაღლებს თავის ტვინის მუშაობის ხარისხს. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნორმაში მოჰყავს ჰორმონალური ბალანსი. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზაციას. არის ანტიანთებითი საშუალება. ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან, ამ თვისებებით განსაკუთრებით შვრიით დამზადებული კისელი გამოირჩევა. გაციების არაჩვეულებრივი საშუალებაა მოცვის კისელი, რომელიც ასპირინსაც შეიცავს. სასუნთქი სისტემის პრობლემების დროს რეკომენდირებულია ალუბლის კისელი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში თუთიის შეთვისებას. მართალია კისელი უებარი საშუალებაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასაც შეუძლია უკუჩვენება გამოიწვიოს. კისელის მიღება არ არის რეკომენდირებული თუ ადამიანს ზედმეტი წონა, ან შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. რადგან კისელი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თუ კისელი სახამებლითაა გაკეთებული, მან შეიძლება კუჭის შეკრულობა გამოიწვიოს. ალერგიის დროს ძირითადად მავნებელია ნახევარფაბრიკატები, რომლებიც კონსერვანტებს და არანატურალურ საღებავებს შეიცავენ. რათქმაუნდა სახლის პირობებში ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ კისელს ვერაფერი შეედრება. ასე, რომ თუ თქვენ სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ბრძანდებით, მიირთვით საკუთარი ხელით მომზადებული კისელი. მითუმეტეს, რომ ამ არაჩვეულებრივ და გემრიელ სასმელს ძალიან მარტივი და მრავალფეროვანი რეცეპტი აქვს. | |
| |
ნანახია: 10274 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |