კიბორჩხალას სალათი ერთ-ერთი პოპულარული კერძია, რომლის მთავარ ინგრენდიენტს კიბორჩხალას ჩხირი წარმოადგენს. საინტერესოა რისგან მზადდება ის და ღირს თუ არა მისი ჭამა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტს კიბორჩხალას ჩხირი ჰქვია მისი დამზადებისას არცერთი კიბორჩხალა არ ზიანდება. მართალია ზოგჯერ მართლაც ხვდება მასში ძალიან მცირე რაოდენობით კიბორჩხალას ხორცი, უფრო ხშირად მწარმოებლები გემოს გამაძლიერებლებსა და არომატიზატორებს ამატებენ. სინამდვილეში კიბორჩხალას ჩხირები სურიმისგან მზადდება. სურიმი ნაკლებად ძვირფასი ხემისა და ქერცლისგან გასუფთავებული, თეთრი თევზისგან დამზადებული იაპონური ფარშია. ხშირად შეფუთულ პროდუქტზე სახელწოდების გვერდით არ მიუთითებენ მის შემადგენლობას, მაგრამ თუ მიუთითებენ და პირველ პროდუქტად აღნიშნულია სურიმი, მაშინ მასში თევზის წილი ნორმის ფარგლებშია და კვებითი ღირებულებაც დამაკმაყოფილებელია. თუკი შემადგენლობაში სურიმი საერთოდ არ არის მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი თევზს არ შეიცავს, წარმოადგენს სუროგატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოიის ცილა, სახამებელი და მრავალი დანამატი და ამდენად, დიეტოლოგების განმარტებით, არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. თავად სურიმი არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, მაგრამ მთავარია რას ამატებს მას მწარმოებელი. პროდუქტის ვარგისიანობაში რომ დარწმუნდეთ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მის შემადგენლობას და დამზადების თარიღს. კიბორჩხალას ჩხირები მოსახერხებელია ლაშქრობებში წასაღებად, და საკვების სწრაფად მოსამზადებლად. და მაინც ყველაფერი მწარმოებლის კეთილსიმდისიერებაზეა დამოკიდებული, თუ კარგ პროდუქტებს იყენებს, მაშინ კიბორჩხალას ჩხირებს კუჭის მუშაობის გაუმჯობესება შეუძლია. ხოლო თუ ის საღებავებითა და გემოს გამაძლიერებლებითაა გაჯერებული, მაშინ შეიძლება საშიში იყოს ბავშვებისთვის და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
როგორ შევამოწმოთ კიბორჩხალას ჩხირი ჯანსაღია თუ არა:
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კიბორჩხალის ჩხირის შეძენისას გასატვალისწინებელია, ეს მისი ფასია. ნატურალური პროდუქტი იაფი ვერ ეღირება... ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირები აუცილებლად მშრალი უნდა იყოს. სახში მოტანილ ჩხირებს გაუსვით ხელი, თუ სველია მასინ უხარისხოა. ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირები გახაღუნვისას მარტივად არ უნდა ტყდებოდეს. კიბორჩხალის ჩხირი შემდეგნაირად შეგიძლიათ შეამოწმოთ: აიღეთ ერთი ცალი ჩხირი, დააწვეთეთ ზედ ერთი წვეთი იოდი. თუ გალურჯდა, მაშინ პროდუქტი არანატურალურია. შემდეგი მეთოდი კიბორჩხალის ჩხირის შესამოწმებლად: შეათბეთ კიბორჩხალის ჩხირი და გაუსვით თეთრი პირცახოცი. თუ მასზე საღებავი გადავიდა, ეს პროდუქტი შეღებილია.
|