27.12.2019, 13:43 | |
დარიჩინი არაჩვეულებრივი გემოს მქონე სანელებელია, რომელიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. რაც არ უნდა საკვირველი იყოს დარიჩინის განუმეორებელი არომატი არ მოსწონთ მწერების უმრავლესობას, ამიტომ სანელებლის გამოყენება მათთან საბრძოლველადაც არის შესაძლებელი. დარიჩინის, როზმარინისა და ლავანდის ნაერთი თქვენს ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს. მოათავსეთ ნაერთი ტყავის მცირე ზომის ტომარაში, დადეთ კარადაში და ის ეფექტურად შეებრძოლება ჩრჩილს. სახლი, რომ მომაბეზრებელი ჭიანჭველებისგან დაიცვათ, დაყარეთ დარიჩინი იმ ადგილებზე, სადაც იცინი მოძრაობენ. ძლიერი სუნი დააფრთხობს მწერებს. თავად კოღოების წინააღმდეგ დარიჩინი არ არის ეფექტური, თუმცა მნიშვნელოვნად შეუძლია შეამსუბუქოს ამ მწერის ნაკბენისგან გამოწვეული უსიამოვნება. ამისთვის საკმარისია მოამზადოთ სამკურნალო მალამო. შეურიეთ ერთმანეთში დარიჩინი და თაფლი თანაბარი რაოდენობით და დაიდეთ ნაკბენზე. სულ მალე უსიამოვნო ქავილი უკვალოდ გაქრება. დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ის დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს. არტერიულ წნევას მაშინვე დასწევს დაბლა თუ მიიღებთ 1 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ნაზავს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ, მის საწყის ეტაპზეც კი. | |
| |
ნანახია: 1065 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |