16.03.2020, 09:36 | |
გასწავლით ძმრის გამოყენების რამოდენიმე ხრიკს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი მცენარეების დაცვაში. 1) თუ გარე ბაღში სარეველებმა და არასასურველმა ბალახმა შეგაწუხათ, 2) თუ მცენარეს მჟავე ნიადაგი მოსწონს, მორწყეთ ნიადაგი ძმრისა და წყლის ნაზავით. ძმრიანი წყლის გამოყენება ამ მეთოდით შეგიძლიათ როგორც ღია გრუნტში, ასევე ქოთნის ყვავილებისთვისაც. ეცადეთ ძმარი ბევრი არ მოგივიდეთ, ერთ ლიტრ წყალში უნდა დაამატოთ 1-2 კოვზი ძმარი. 3) ვაზაში ჩადებულმა ყვავილებმა დიდხანს რომ გაგვახაროს, წყლიან ვაზაში უნდა ჩაამატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი სუფრის კოვზი პესოკი. ასე ყვავილები დიდხანს გაგახარებენ თავისი სილამაზით. 4) თუ ხილის ხეებს მომაბეზრებელი ქინქლები და მწერები დაესია, ერთი ხრიკი გამოიყენეთ. 5) ჭიანჭველებს ძალიან უყვართ ტკბილი წვენის მქონე ყვავილების კვირტები. განსაკუთრებით ემტერებიან გარე მცენარეებს. ჭიანჭველები რომ აღარ გაეკარონ მცენარეებს მოათავსეთ მცენარის ძირში ძმრიანი კონტეინერი, მისი სუნი დააფრთხობს მათ. 6) სახლის მცენარეები მავნებლებისგან რომ დავიცვათ, სამ დღეში ერთხელ გაწმინდეთ ქოთნები ძმრიანი ხსნარით. 7) დროთა განმავლობაში ძველი ქოთანი ფერს კარგავს, უჩნდება სხვადასხვა ლაქები ( განსაკუთრებით შიგნით). ქოთანი რომ კარგად გაირეცხოს მოათავსეთ ერთი საათით ძმრისა და წყლის ხსნარში, შედეგად სუფთა ქოთანს მიიღებთ. 8) ბაღის სამუშაო იარაღები ძმრიან ხსნარში რომ ჩააწყოთ, ჟანგი უკვალოდ გაქრება და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგანაც დაცული იქნებით. | |
| |
ნანახია: 1360 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |