ვარდკაჭაჭა, მისი სასარგებლო თვისებები (Chicory)
04.09.2020, 08:57

ვარდკაჭაჭა ბალახოვან მცენარეთა გვარი, რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეა. აერთიანებს 8-10 სახეობას, რომლებიც ველურად იზრდება თითქმის მთელ დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. შეტანილია ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.

საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები, მთავარღერძიანი, გრძელი ფესვი, რომელიც კულტურის ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი. ფესვებს იყენებენ ყავის სუროგატად ("ციკორი"), აგრეთვე სპირტისა და შაქრის (ფრუქტოზის) მისაღებად.

ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში შედის მთელი რიგი ვიტამინები: Е, Р, А, B და С ჯგუფის ვიტამინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები, მთრიმლავი ნივთიერებები, პექტინი, ფისი, მიკროელემენტები (ნატრიუმი, რკინა, ფოსფორი, სპილენძი, კალიუმი), კუმარინები, მწარე გლიკოზიდი და ფენოლები.

 

ვარდკაჭაჭას ფესვის ნაყენი გემოთი ყავას წააგავს. გემოს გარდა, ის აფხიზლებს და განწყობას აუმჯობესებს, თან ორგანიზმისთვის უვნებელია. ასევე ვარდკაჭაჭას უმატებენ ყავაში. ყავა ვარდკაჭაჭას მოხალული, დაქუცმაცებული ფესვის დამატებით ევროპელების ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. ხოლო სასმელი, მომზადებული ვარდკაჭაჭას სუფთა ფესვის საფუძველზე, რძის ან ნაღების დამატებით, როგორც ყავის ყველაზე სასარგებლო შემცვლელი, ხშირად, შედის ბავშვებისა და ფეხმძიმეების, ასევე, იმ ადამიანების რაციონში, რომელთათვისაც ყავის მირთმევა არ შეიძლება.

B ჯგუფის ვიტამინები (В1, В2, В3) ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის აუმჯობესებს განწყობას, ადამიანს ენერგიულს ხდის, მაგრამ, ყავისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. გარდა ამისა, ვარდკაჭაჭა, მდიდარი კალიუმით (სასარგებლოა გულის მუშაობისთვის), გვეხმარება სისხლიდან მავნე ქოლესტერინის გამოდევნაში, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუმშვების რითმის ნორმალიზაციასა და ამპლიტუდის გაზრდას. სწორედ ამიტომ, რაციონში ვარდკაჭაჭას ჩართვა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის იშემიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა სახის დაავადებები.

ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს, რაც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. თუ ვერ ეუბნებით საკუთარ თავს უარს ტკბილეულზე, მიიღეთ ვარდკაჭაჭას ნაყენი. ინულინი ანეიტრალებს ამ პროდუქტების მავნებლობასვარდკაჭაჭა ასევე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც მადას ამცირებს. ამიტომ ვისაც გახდომა სურს უნდა მიიღოს ვარდკაჭაჭას ნაყენი საუზმისა და სადილის დროს.

ვარდკაჭაჭას ხშირად ხმარობენ როგორც საერთო გამამაგრებელ, სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ დროს ნაყენებსა და ნახარშებს იღებენ რეგულარულად ჭამის წინ.

ვარდკაჭაჭა სასარგებლოა თმისთვისაც: სასარგებლოა, როგორც მისი ნაყენის დალევა, ისე მისი ფესვის ნაყენის გადავლება თმის დაბანის შემდეგ. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას.

ასევე გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმელების დაავადებისას.

ყველაზე უფრო ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც მწარე გემოს მისაღები აპეტიტის გამოწვევისა დვა კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებისათვის, გასტრიტის და კოლიტის დროს.

 

ნაყენის მომზადება:

 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ვარდკაჭაჭას ფესვებს დაასხით 0.5 ლ წყალი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დილაობით.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6148 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 0
avatar