ომბალო
21.07.2019, 11:03

ომბალო მრავალწლიანი ყინვაგამძლე მცენარეა. 

საქართველოში ველურად ბევრგანაა გავრცელებული, უფრო მეტად კი დასავლეთში, მაგრამ კულტურულად ყველგან მოჰყავთ. ომბალო ყინვაგამძლეა, აქვს სწორმდგომი, მწვანე, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი ღერო., 46 სმ-მდე სიმაღლისა. 

ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი მწვანეა. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, განსაკუთრებით ყვავილობისას. კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს. 

 

ომბალოს გემო ყველამ იცის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მცენარეს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როცა ომბალოთი მომზადებულ ტყემალს მივირთმევთ, მასში შემავალი ომბალო ბავრ ჩვენს დაავადებას ებრძვის და თან, ძალზე ეფექტურად. 

ზოგადად, ომბალოს ეთერზეთები გამოიყენება არომატიზატორად პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, ყველის, კამფეტების, ჩაის, გამაგრილებელი და უალკოჰოლო სასმელების, ლიქიორების და ძმრის წარმოებაში. შედის სხვადასხვა ჩაის ნაკრებების შემადგენლობაში. 

ხალხური მედიცინა იყენებს როგორც ჭრილობის შესახორცებელ და ანტისპაზმურ, ანტისეპტიკურ საშუალებას. ის აგრეთვე კარგია: ყივანახველის, ბრონქული ასთმისა და ისტერიკის დროს, დამაწყნარებელი საშუალებად და ასევე, ნერვული აშლილობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს. 

ომბალო ეფექტურია ღრძილების ანთებისა და პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამისთვის უნდა გამოივლოთ პირის ღრუში ომბალოს ნაყენი. 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ომბალოს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული და მადეზინფიცირებელი თვისებები. ომბალოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხსნის მომნელებელი ორგანოების სპაზმებს და აუმჯობესებს მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. გამოიყენება მეტეორიზმის, პოდაგრის, ნაწლავების, კუჭისა და ნაღველკენჭოვანი  დაავადების დროს. 

 

გარდა ამისა, ომბალო ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. აწესრიგებს ძილს, ხსნის თავის ტკივილს და შაკიკს. ამკვრივებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს გულის მოქმედებას და აუმჯობესებს მეხსიერებას. 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3533 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar