მცენარეები, რომლებიც დაგიცავენ გრიპისა და ვირუსებისგან
18.02.2021, 09:19

სხვადასხვა მცენარეს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ყველა მცენარეს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მოქმედება. ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ იმ მცენარეების შესახებ, რომელიც ვირუსული ინფექციებისგან გვიცავს:

 

პიტნა:

   პიტნა ხელს უწყობს ვირუსული ინფექციების შემსუბუქებას. ფოთლები და ეთერზეთი შეიცავს როზმარინის მჟავას და მენთოლს, რომლებსაც აქვთ ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

 

 

ინდური რეჰანი (ტულსი)

 

   ამ მცენარეს ინდოეთის თითქმის ყველა სახლში ნახავთ. ეს მცენარე იმუნიტეტის ასამაღლებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ტულსის მცენარეული ჩაის რეგულარული მიღება, თაფლში ჩაყრილი ნედლი ტულსის ფოთლები ან ტულსის წყლის ორთქლის ინჰალაცია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ.

 

როზმარინი

    როზმარინი ძირითადად გამოიყენება საჭმლის მომზადებაში. მცენარეში არსებული ოლეანოლის მჟავა გვეხმარება ჰერპესის, A ჰეპატიტისა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 


ნიორი

   ნიორი საოცარი მცენარეა. თუ დილით რამდენიმე კბილ ნიორს მიიღებთ, ის თქვენს სხეულს ვირუსული ინფექციებისგან მთელი დღის განმავლობაში დაიცავს. მაგრამ გაითვალისწინეთ, მას გააჩნია მძაფრი სუნი და მისი მიღების შემდეგ თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი.

 

ლიმონი

 ლიმონი ოდითგანვე ცნობილია, როგორც დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველი მცენარე. ლიმნიანი ჩაის რეგულარული მიღება დაგიცავთ ვირუსული ინფექციებისგან.

 

ძირტკბილა

ამ მცენარეს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს გლიკოზიდებს, საქაროზას, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვა. მისი ფესვის ექსტრაქტი რესპირატორულ დაავადებებთან, მათ შორის კორონავირუსის (SARS-CoV) სამკურნალოდაც ეფექტიანია.


სალბი

ამ არომატულ მცენარეს ისეთ ინფექციასთან ბრძოლაც კი შეუძლია, როგორიც შიდსია. მისი ანტივირუსული თვისებები სალბის ღეროსა და ფოთლებში გვხვდება.

 

კამა (ცერეცო) 

   კვლევის თანახმად, კამა ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რაც თავის მხრივ კურნავს ვირუსულ ინფექციებს. გემო ტკბილია და მას აქვს ანტივირუსული მოქმედება ჰერპესის ვირუსის და მე -3 ტიპის პარაგრიპის საწინააღმდეგოდ.


 

ჯანჯაფილი (ჯინჯერი)

ამ მცენარის კოჭაში არსებული ნაერთები ვირუსების მასპინძელ უჯრედებში მოხვედრას ხელს უშლის.

 

 

ბაბუაწვერა 

ამ მცენარეს აქვს შესანიშნავი ანტივირუსული თვისებები. ის შეიძლება ებრძოლოს B ჰეპატიტს და გრიპს.
 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2750 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar