ჯანჯაფილის სასარგებლო და უარყოფითი თვისებები
05.11.2019, 12:52

ჯანჯაფილი მრავალწლოვანი არომატული ბალახებია. აქვს ხორცოვანი ფესურა და ხშირად გორგლისებრი ფესვები. მათი ფოთლები ხალთიანია. ყვავილები ჩვეულებრივ თავმოყრილია ყვავილედებში. იშვიათად მარტოულია. ნაყოფი კოლოფია. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთებს. დაკავშირებული სურათი

ჯანჯაფილისებრთა გვარში გავრცელებულია 50-მდე სახეობა, მცენარე უმთავრესად გვხვდება ტროპიკებში, იშვიათად — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში. მცირე ნაწილი აფრიკასა და ამერიკაში. ჯანჯაფილი დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალი კულინარის შეუცვლელი პროდუქტია. 

ჯანჯაფილი იგივე კოჭა თავისი სასარგებლო თვისებებით მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მას ამატებენ ჩაიში გაციების დროს, აკეთებენ ჯანჯაფილის, ლიმონისა და თაფლის ნაზავს რათა ყელის ტკივილსა და ხველას გაუმკლავდნენ. ჯანჯაფილი შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ქრომი, ვიტამინი c და სხვა. ასევე შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს. 

ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს და ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი.  გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკლმლებისა და კანის დაავადების დროს.
რეკომენდებულია მეტეორიზმის, ფაღარათის, სიყვითლის, ნაღვლის ბუშტის და ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროს
განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. კარგად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. არის პროფილაქტიკური საშუალება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის დროს. კოჭა ხსნის ტკივილს სახსრებში, კუნთებში, არის დამხმარე საშუალება რევმატიზმის, ართრიტისა და ართროზის მკურნალობის დროს.

ამ სასარგებლო თვისებებთან ერთად ჯანჯაფილს უამრავი უარყოფითი თვისებებიც გააჩნია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ექიმის გარეშე არ მიიღოთ ეს პროდუქტი თუ გაწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, დიარეა, შებერილობა, სისხლის შედედებისა და გათხელების ნორმალური პროცესის წარმოქმნა.  ჯანჯაფილი უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე ორსულობისას და ზრდის მუცლის მოშლის რისკს. ვისაც აქვს ღვიძლის პრობლემები როგორიცაა: ციროზი, ჰეპატიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში - კოჭას გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული. არ არის რეკომენდირებული ჯანჯაფილის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ამ ყველაფრის გამოწვევა შესაძლებელია მხოლოდ ჯანჯაფილის არანორმირებული მიღებისას. ამასტან უარყოფითი რეაქციის ინტენსივობა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე, ყოველი შემთხვევისათვის ჯანჯაფილის გამოყენებამდე რეკომენდირებულია კონსულტაცია გაიაროთ დიეტოლოგთან. განსაკუთრებით საფრთხილოა მისი მიღება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების დროს. თუ თქვენ არანაირი ქრონიკული დაავადება არ გაწუხებთ, საკმარისია ზომიერად მიიღოთ ჯანჯაფილი დანამატის სახით, მაშინ ის არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ და მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ გაციებას, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გაგიუმჯობესებთ თვითშეგრძნებას. 

ჯანჯაფილის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის შეიძლება ნაყენის, ნახარშის ან ფხვნილის სახით.

ახალი ფესვი უნდა იყოს მაგარი, პრიალა და მასზე არ უნდა აღინიშნებოდეს რაიმე სახის შავი ლაქა ან ობი. მოხმარების წინ, ფესვს ქერქი უნდა მოაცილოთ. ახალი ფესვი (ქერქით) მაცივარში 3 კვირა ინახება, საყინულეში – 6 თვემდე. ხოლო ფხვნილი მაცივარში – 1 წლამდე.

 

 

გასახდომი ჩაის მომზადება: ორი ლიმონის წვენს დაუმატეთ მდუღარე 300გრამი წყალი, ცოტა რომ შეგრილდება, დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი თაფლი და 1–2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი.  ჩაი მიიღეთ, სანამ ცხელია. რეკომენდირებულია ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

ჩაის რეცეპტი: დაჭერით ჯანჯაფილი წვრილად, დაასხით სუფთა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სხეულის ტეპერატურამდე გააგრილეთ. დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. ასეთი წესით მომზადებული ჩაი დაგეხმარებათ განტვირთვაში. მნიშვნელოვნად ამცირებს დაძაბულობას, შეაჩერებს შაკიკს, ყავის მსგავსად, აამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

გაციების პირველი სიმპტომებისთანავე გაიკეთეთ ჯანჯაფილის აბაზანა: 2-3 ს/კ ფხვნილი 10 წუთი ადუღეთ 1 ლ წყალში, ნახარში ჩაასხით აბაზანაში და 15-20 წუთით შიგ ჩაწექით. აბაზანის შემდეგ არ გადაივლოთ წყალი, შემოიხვიეთ ხაოიანი პირსახოცი და ჩაწექით ლოგინში. 

გახსოვდეთ ყველა სასარგებლო პროდუქტს აქვს უარყოფითი მხარეებიც, ამიტომ მიღების წინ ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს...

 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 10538 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar