ძახველი (Viburnum)
13.05.2019, 22:17

ძახველი მრავალწლოვანი მცენარეა ცხრატყავასებრთა ოჯახიდან, მეტწილად ფოთოლმცვენი ბუჩქები ან პატარა ხეებია. 120-200 სახეობაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკაში. დატოტვილი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით. მისი სიმაღლე 2-4მეტრს  აღწევს. საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ დეკორატიულ ბაღებში. 

 

 

საქართველოში ველურად მხოლოდ სამი სახეობა იზრდება: ჩვეულებრივი ძახველი, რომელიც 2-4 მეტრი სიმაღლის  ბუჩქია. აქვს თეთრი ყვავილები და წითელი ნაყოფი. ფოთლები ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული, ზემოდან მუქი მწვანეა, დანაოჭებული, ქვემოდან კი უფრო ღია შეფერილობისაა. ყუნწი ზედა ნაწილში ჯირკვლებიანია. ქერქი შეიცავს თრიმლი ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდურ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს c და k_ს. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი pp. 

ასევე ლამაზი დეკორატიული ბუჩქია მოლიზანა, რომელიც ჩვეულებრივ ძახველს წააგავს.   

 

 

ძახველი-უზანი საშუალო ზომის ბუჩქია. მისი ნაყოფი თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ წითელი, ბოლოს კი შავი და პრიალა ხდება. 

სამივე სახეობა საქართველოში როგორც ბარში, ისე მთაში უმთავრესად ზომიერად ტენიან პირობებში იზრდება. ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული მცენარეა, ასი გრამი მხოლოდ 26 კალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიც და ნაყოფიც. 

ცე ვიტამინის წყალობით ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას და ფილტვების ანთებასაც კი. 

 

 

ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს. ასევე რეკომენდირებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრამვების დროს. 

ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ.

უნდა გაითვალისწილოთ ის, რომ ალერგიის საშიშროების გამო ეს მცენარე არ უნდა მიიღონ ორსულებმა, დაბალწნევიანმა და ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვს. 

ექიმები თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებს ძახველით მკურნალობენ. ძახველი გიცავთ კენჭების დაგროვებისგან, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას და წმინდავს მას. ძახველი გეხმარებათ დაკარგული სისხლდენის აღდგენაში და აძლიერებს იმუნიტეტს. 

Image result for ძახველის მოვლა

როგორ მოვამზადოთ წამალი:

1 სუფრის კოვზი ძახველის წვენი ჩაასხით ერთ ჭიქა მდუღარე წყალში, დააფარეთ და გააჩერეთ 1-2 საათი რომ გაცივდეს. მიიღეთ 100 მლ დღეში ორჯერ.

ასთმის დროს გაწურეთ ძახველი და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

გასტრიტის დროს: 1 სუფრის კოვზი ძახველის ყვავილის წვენი ჩაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ თავდახურული 3-5 წუთი და მიიღეთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი. 

ძახველს ასევე იყენებენ კოსმეტიკაშიც. ძახველის წვენი ანთების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებაა და გამოიყენება ფერიმჭამელებსა და მუწუკებთან საბრძოლველად; კანი თეთრდება, ხოლო ჭორფლი ნაკლებად შესამჩნევი ხდება ან საერთოდ ქრება.

Image result for ძახველის მოვლა

შენახვის პირობები: 

ძახველი ყვავილობას იწყებს მაის-ივნისში, ხოლო ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. კარგად შემოსული ძახველი უნდა გააშროთ ჯერ ჰაერზე, შემდეგ კი ღუმელში 60-80 გრადუს ტემპერატურაზე. გამომშრალი ნაყოფი უნდა შეინახოთ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში მშრალ ადგილას.
ქერქს აშრობენ სხვენზე, თუნუქის სახურავის ქვეშ, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვის დროს ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2890 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar