დედოფლისთითა
24.07.2019, 12:56

დედოფლისთითა შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის, ის მრავალწლიანი მხოხავფესვურიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სმ-ს აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში დაკბილულია და მოპირდაპირედაა განლაგებული. კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან. ყვავილობს მაისიდან, სექტემბრამდე. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა, წაკვეთილი თავით. გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენისა და გაციების დროს. აადვილებს ნახველის ამოღებას. იყენებენ ასთმისა და ანგინის დროს. გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, შარდდამდენ საშუალებად თირკმლებისა დასაშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემისა და ქერტლის სამკურნალოდ იყენებს. გამონაყრების, ეგზემისა და სიყვითლის სამკურნალოდ იხმარება ნახარში, რომლის შემადგენლობაში შედის დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, გარეგანად გამოიყენება დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი.

დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას სახელით, აჭარაში ნაღრძობის ბალახი. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სანტიმეტრს აღწევს.
უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში ხერხისმაგვარადაა დაკბილული და ღეროზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული. 
კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან, ხშირად სულ ორი მტევანია მცენარეზე.
ყვავილობა მაისიდან დაწყებული, სექტემბრამდე გრძელდება. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა წაკვეთილი თავით. 
გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში - ნაძვნარებში, ნაძვნარსოჭნარებში და ფიჭვნარნაძვნარებში.
ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარულია და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

 მას იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენის და გაციების დროს. იგი აადვილებს ნახველის ამოღებას. მას იყენებენ ასთმისა და ყელის ანგინის დროს. კანზე გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, ურჩევენ აგრეთვე როგორც შარდმდენ საშუალებას თირკმლებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ამ ბალახის სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ იყენებს, დადებით შედეგებს იღებენ ქერტლის მკურნალობაშიც.
ნახარშის მოსამზადებლად 20 გრამ ბალახს იღებენ ერთ ლიტრ წყალზე და ადუღებენ 5-7 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. კანზე გამონაყრების, ეგზემის და სიყვითლის დროს დადებით შედეგს იძლევა ნახარში, რომლის შემადგენლობაში შედის: დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, თითოეული 10-10 გრ რაოდენობით 1 ლიტრ წყალზე, ერთი ლიტრი მონახარში ერთი დღე-ღამის დოზაა დასალევად.
გარეგან სახმარად კარგ შედეგს იძლევა დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი. საამისოდ ნედლი აყვავებული ბალახიდან გამოწურულ 250 გრამ წვენს ასხამენ 90 გრადუსიან 250 გ სპირტს და 10 დღეს დადგამენ გრილ ადგილას. 
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისთითა სუსტად მოქმედი საშუალებაა და მის სამკურნალო ეფექტზე ხალხში არსებული შთაბეჭდილებები რამდენადმე გადაჭარბებულია.

 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1522 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar