09.05.2020, 20:14 | |
ანწლი ცხრატყავასებრთა ოჯახის მცენარეა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, ხალხურ მედიცინაში უმთავრესად ფესვურები და ფესვები გამოიყენება, ზოგჯერ კი ფოთლები და წვრილად დაჭრილი ფესვებისა და ფესვურების ნახარშის მოსამზადებლად 30 გ მასალას იღებენ 1 ლიტრ წყალზე, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ თითო ჭიქას დღეში სამჯერ, იყენებენ როგორც ძლიერ შარდმდენ საშუალებას თირკმლების ტკივილისა და წყალმნაკის დროს, აგრეთვე დიაბეტის დროსაც.
ანწლი სიმსივნის წინააღმდეგ: ანწლის კენკრის მარცვლები ჩაყარეთ მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, ფენა-ფენა, დაახლოებით 1 სმ კენკრა შემდეგ შაქარი და ასე შემდეგ, ვიდრე არ მინის ჭურჭელი ბოლომდე არ გაივსება. დადგით 1 თვე გრილ ადგილას. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი უნდა გაიწუროს და დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ (ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ), ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსი 45 დღეა. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსის შემდეგ სატკივარი ქრება. ანწლის გამოყენება ხელს არ უშლის ონკოლოგების მიერ დანიშნულ მკურნალობას. მის პარალელურად შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. აუცილებელია სამი კურსის ჩატარება. ნებისმიერი მკურნალობისას კი შედეგი ინდივიდუალურია | |
| |
ნანახია: 1973 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |