ალოეს სასარგებლო თვისებები და მისგან მომზადებული რეცეპტები სხვადასხვა დაავადების დროს
28.10.2018, 18:53

  ალოე-ის სურათის შედეგი   ალოე მიეკუთვნება სანტორეასებრთა ოჯახს, განეკუთვნება ქსეროფიტულ სუკულენტებს. ალოეს გვარში გაერთიანებულია დაახლოებით 250-მდე სახეობა. უმეტესობა წარმოშობით არის მადაგასკარიდან, შუა აზიიდან, არაბეთის ნახევარკუნძულებიდან და აფრიკიდან.  შავი ზღვის სანაპიროზე კი- ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. ყველა მცენარე ბალახოვანი ან გახევებულფოთლიანი სუკულენტებია. ზოგიერთის ფოთლები დაკავშირებული სურათიხორკლიანია ან მჩხვლეტავი, ან კაუჭებივით დაბოლოებებით. განირჩევა რამოდენიმე სახეობა: Aloe arborescens –აქვს ღერო მაღალი და გახევებული, ფოთლები კიდედაკბილული. ყვავის მაის-ივნისში ღია წითელი ფერის ყვავილით. Aloe aristata – ივითარებს დიდ სფეროსებრ მუქი მწვანე ფოთლებისგან (ძლიერ მჩხვლეტავი ბოლოებით, დაფარული მოთეთრო ზოლებით) შექმნილ როზეტს. მაის-ივნისში წითელ-ფორთოხლისფერი ყვავილები. Aloe berbadensis – კარგად არის ცნობილი სასარგებლო თვისებებით, ხორცოვანი, მწვანე, მკვრივი წვეტიანი მჩხვლეტავი ბოლოებით და სხვა სახეობები.

     .ალოე-ის სურათის შედეგი  

ალოე ვერა თავისი სამკურნალო თვისებებვით უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს,ჯამში ორასამდე სასარგებლო ნივთიერებებს.  

ალოეს წარმატებულად იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები და ბერძნები. თანაც არა მარტო სამკურნალოდ, არამედ როგორც კოსმეტიკურ საშუალებას. სილამაზით ცნობილი ეგვიპტის დედოფალი, კლეოპატრა, სახეზე ალოესგან მომზადებულ მალამოს და ნელსაცხებელს ისვამდა.

თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ალოე გვევლინება ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებად, რომელიც წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს. ალოეს მალამოს გააჩნია დამაწყნარებელი და სამკურნალო თვისებები.

ალოე ხასიათდება ბაქტერიოციდული თვისებებით. ის აქტიურად გამოიყენება ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორებიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, დიფტერიისა და დიზენტერიის ჩხირები. ის ეფექტურია დასხივების, ანთებითი დაავადებების, ღია ჭრილობების დროს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ალოე მოქმედებს, როგორც იმუნომოდულატორი და ადამიანის ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელებას ეხმარება.
 

ალოეს სხვადასხვა რეცეპტი:

ყველაზე ხშირად სამკურნალო სახით იყენებენ ალოეს წვენს ან მის ფაფასავით დაშლილ ფურცლებს. ფაფის გასაკეთებლად აუცილებელია ალოეს ფურცლებს მოაცილოთ კანი წვეტიან ბოლოებთან ერთად, ხოლო რბილობი გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.

ფოთლის მოწყვეტამდე რამოდენიმე დღე არ მორწყათ მცენარე, გამოყენებამდე მოწყვეტილი ფოთლები 3-4 დღე შეინახეთ მაცივარში, რათა გამოშრეს ზედმედი წვენისგან.

ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.

ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გრამი ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გრამი, კარაქი (უმარილო) 100 გრამი, ფუტკრის თაფლი 100 გრამი, ეს ყველაფერი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვეა.დაკავშირებული სურათი

ჭრილობებისას: დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.

 

ალოე კოსმეტიკაში:

ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ: გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 საათი. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში..ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს.     თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი.

გთავაზობთ "კლეოპატრას მალამოს" დამზადების წესს: 5 გრამი ალოეს ფხვნილი შეურიეთ 40 მლ. გამოხდილ წყალს. დაუმატეთ 20 მლ. ვარდის წყალი და 10 გ. თაფლი. ნარევი დადგით წყლის აბაზანაზე და მასში შეურიეთ 100 გ. ღორის გამდნარი ქონი. მზა მალამო გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. დღეში ერთხელ წაისვით, სახის და ყელის კანზე, თხელ ფენად.

ალოესთაფლთან ერთად, ნაოჭებთან ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, ბადალი არ ჰყავს. აურიეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი 2 სუფრის კოვზ თაფლში. წაისვით სქელ ფენად სუფთა და მშრალ სახეზე და გაიჩერეთ 40 წუთი. ნიღაბი ასწორებს ნაოოჭებს და კანს ღრმად ატენიანებს.

ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.

 

ალოე თმისთვის:

თმის ზრდის სტიმულირებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ თავის კანი კვირაში ორ-სამჯერ. (თავის დაბანა აუცილებელი არ არის.)

თმის ძირების გასამაგრებლად გამოიყენეთ: ალოეს წვენი (2-4 ფურცელი თმის სიგრძის მიხედვით) შეურიეთ ერთი კვერცხის გულს და დაიდეთ თმის ძირებზე და მთელს სიგანეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.

მადის გასაძლიერებლად უნდა დავლიოთ ალოეს ფოთლების ნაყენი ჩაის კოვზით 2-3 ჯერ.

ალოე გამოიყენება ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ:

1. 100 გ. ალოეს წვენი შეურიეთ 500 გრამ გარჩეულ ნიგოზს, დაუმატეთ 300 გრ. თაფლი. ნარევი დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას ერთი თვის განმავლობაში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

2. 150 გ. ალოეს წვენი, 100 გ. მარწყვის ფოთლების წვენი, 350 გ. ნატურალური წითელი ღვინო, 150 გ. ნეკერჩხლის წვენი შეურიეთ ერთმანეთში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირით. მიიღეთ 30 გ. ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.

     

 

 

ადრე ითვლებოდა, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა.დაკავშირებული სურათი

ალოეს წვენს, პროფილაქტიკური მიზნით, ჯანმრთელი ადამიანებიც იღებენ _ ყოველ დილით, ერთი სუფრის კოვზი ალოესა და ხილის წვენის ნარევს მიირთმევენ. ამის შედეგად უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, ადამიანი უფრო შრომისუნარიანი ხდება.

 

გაითვალისწინეთ: ალოე ვერასგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ცისტიტისას, ჰემოროის დროს, ორსულობის საწყის სტადიაზე, მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე, უძილობის თავიდან ასაცილებლად ალოეს წვენი დაძინებამდე 2–4 საათით ადრე უნდა მივიღოთ. პრეპარატების დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას ის ორგანიზმიდან კალიუმს გამოდევნის. დაუშვებელია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მისი მიღება. 

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2315 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar