11.12.2019, 12:26 | |
ყველამ კარგად ვიცით, სტაფილო როგორი კარგი პროდუქტია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სტაფილო ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. სტაფილოს ნიღბები ნებისმიერი ტიპის და ასაკისთვის არის გათვლილი. იმისთვის, რომ ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეთ კვირაში ორჯერ გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს ნიღაბი. პროცედურა გააგრძელეთ ერთი თვის განმავლობაში. გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კანს კარგად ატენიანებს და კვებავს სტაფილოს წვენი. სახის კანი გაიწმინდეთ კვირაში ორ-სამჯერ. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ჭორფლის მოცილებაში დაგეხმარებათ. ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული ერთი სუფრის კოვზი რძე.
გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს: 1) 1 ცალი სტაფილო 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი 1 ცალი კვერცხი 1 სუფრის კოვზი არაჟანი 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი გვირილა სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაწურეთ. 2 სუფრის კოვზ წვენს დაუმატეთ შვრიის წმინდა ბურღული. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი, ზეითუნის ზეთი. ნიღაბი დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით. 2) გახეხილ 2 სუფრის კოვზ სტაფილოში შეურიეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით. 3) ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით კარტოფილის ფქვილი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ სანამ ცოტა არ გასქელდება. გადმოიღეთ და შეურიეთ 5 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. ნიღაბი წაისვით სახესა და ყელზე თხელ ფენად. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს ნაზავი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში არაუმეტეს 3 დღისა. სასურველი შედეგის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
თუ გამონაყარი გაწუხებთ: 1 სტაფილო 1 კარტოფილი 1 კვერცხი ერთ სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილი და ერთი კვერცხის გული. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით. | |
| |
ნანახია: 2300 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |