21.08.2020, 22:34 | |
შავი წერტილები ცხვირზე თითქმის ყველას აქვს. თუ უკვე ყველა მეთოდის გამოყენება სცადეთ, მაგრამ მათგან თავის დაღწევას მაინც ვერ ახერხებთ, მაშინ ეს საშუალება ნამდვილად დაგეხმარებათ. პირველ რიგში სახე კარგად დაიორთქლეთ ან ცხელი წყლით და საპნით კარგად ჩამოიბანეთ, რათა კანი დალბეს და ფორები გაიხსნას. ფორები გაფართოვდება და მათი შიგთავსი უფრო იოლი მოსაშორებელი გახდება. ამის შემდეგ იმ ადგილას სადაც შავი წერტილები გაქვთ ვაზელინის სქელი ფენა წაისვით და ზემოდან ცელოფანი გადააფარეთ, ახლა სათბურის ეფექტი უნდა შევქმნათ. პირსახოცი ცხელ წყალში დაასველეთ და ცელოფანზე ზემოდან დაიდეთ. ცხელი პირსახოცი ცელოფანზე 5-10 წუთი უნდა გედოთ. როცა პირსახოცი გაგრილდება ის ისევ დაასველეთ. 10 წუთის გასვლის შემდეგ მოიცილეთ ცელოფანი და სუფთა ხელსახოცით ფრთხილად დააწექით კანს. გაგიკვირდებათ თუ რა იოლად დაიწყებს კანიდან ამოსვლას ყველანაირი “ზედმეტობა”. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგით თვითონვე კმაყოფილი დარჩებით! | |
| |
ნანახია: 2763 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |