სახის კანის გაწმენდა ეფექტურად და საფუძვლიანად, სახლის პირობებში
08.01.2020, 08:45

ნებისმიერი ტიპის სახის კანს სჭირდება ყოველდღიური მოვლა. აუცილებელია სახის კანის საფუძვლიანი გასუფთავება. სახის გაწმენდისთვის, ყოველთვის არ არის აუცილებელი კოსმეტოლოგთან ვიზიტი. თუ განსაკუთრებით პრობლემური კანი არ გაქვთ, ზოგჯერ სახის გასუფთავება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. 

შესაძლოა, ძალიან ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობთ, მაგრამ, თუკი სახის მოვლის საწყის ეტაპზე შეცდომას უშვებთ, სასურველი შედეგის მისაღებად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი.

 

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი:

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, გასაწმენდ კანზე ნებისმიერი საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც არ უნდა ძვირადღირებული საცხი შეიზილოთ კანზე, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს.

თანაც, ცუდად გაწმენდილი სახის კანი მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუკი კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად არ მოიშორებთ, ძალიან მალე ნაზი და მბზინვარე სახის ნაცვლად პრობლემური კანი შეგრჩებათ.

სახის კანის დაბანამდე, აუცილებელია წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. გრილი და სასიამოვნო ტემპერატურა - მისაღებია. ზედმეტად თბილი წყალი აზიანებს კანის დამცავ ფენას და აშრობს დერმის ზედა ფენას, ხოლო ზედმეტად ცივი წყლით სახის დაბანა კანზე დაგროვილ ჭუჭყს ვერ აშორებს.

 

1) სახის დასაბან ქაფს ან გელს ერთი მწიკვი საკვები სოდა დაუმატეთ, შეგიძლიათ პირდაპირ ხელისგულზე აურიოთ ისინი ერთმანეთში და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ, თითქოს მასაჟს იკეთებთ. "მასაჟი" რამდენიმე წუთით გააგრძელეთ და სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. საკვები სოდით გაწმენდა განსაკუთრებით უხდება მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებად კანს, რადგან სოდას დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

2) ასევე ეფექტურად წმენდს სახის კანს ლიმონის წასმა სახეზე. თუმცა ზაფხულში არ შეიძლება, რადგან ლიმონი შეიცავს მჟავას და მზეზე ლიმონმჟავა უფრო მეტად ჩაჯდება კანში და პრობლემის გაღრმავებას გამოიწვევს.

3) აიღეთ პირსახოცი და თავზე გადაიფარეთ, სახე ცხელი წყლის ორთქლს მიუშვირეთ. ეს დაგეხმარებათ ფორები გახსნათ და სახე ღრმა ფენებში გაიწმინდოთ. აუცილებლად მოათავსეთ სახე კომფორტულად, თანაც ისე, რომ არ დაიწვათ. თავის ახლოს მიტანა ჯამთან საჭირო არ არის. 5-10 წუთის შემდეგ წაისვით სკრაბი წრიული მოძრაობით. 
 

როდესაც ფორების გახსნის პროცედურას მორჩებით, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სუფთა პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ.

 

    წმენდა ყოველ დღე - ეს არის წესი, მაგრამ არსებობს ღრმა წმენდა, როდესაც სპეციალური საშუალებებით სარგებლობთ ნიღბების, პილინგის და სკრაბების სახით. კარგი იქნება, თუკი სახის ღრმა წმენდისთვის საჭირო პროდუქციას კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ და კვირაში ერთხელ გამოიყენებთ.

კარგად გაწმენდილ სახეზე თუ ნიღაბსაც გამოიყენებთ, შედეგით ნამდვილად გაოცდებით. გთავაზობთ სახლში მომზადებული ნიღბის მომზადების რეცეპტს: ამ ძალიან ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია. აცეტილსალიციონი ანუ ასპირინი და თაფლი. ნიღაბი წარმოადგენს ერთდროულად მექანიკურ და ქიმიურ (მჟავა) პილინგს. მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სალიცილის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები.საერთოდ მჟავა ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყრისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი ნიღაბში მკვებავ და დამატენიენებელ საშუალებად გვევლინება. თუ ალერგიულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ იტანთ თაფლს, მაშინ ასპირინი შეგიძლიათ გახსნათ არაჟანში ან სახის ნებისმიერ, ნაყიდ ნიღაბში.

ავიღოთ 3 აბი ასპირინი, ვაწვეთოთ თითოეულს წვეთ-წვეთად წყალი.1 წუთში ნახავთ, რომ აბებმა შეიწოვეს წყალი და გაფუვდნენ. ამის შემდეგ გაქენით აბები. ზოგი ამ პროცესის მაგივრად, ასპირინს ყავის საფქვავში ფქვავს, მაგრამ წყლის მეთოდით უფრო მსხვილი კრისტალები რჩება და კანის გასასუფთავებლად უკეთესი შედეგი აქვს. შემდეგ აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და შეურიეთ დაფხვნილ ასპირინში. თუ თაფლი ჩაშაქრებულია და მასა ძალიან სქელი და უხეში გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ სულ ცოტაოდენი წყალი. ვისვამთ ნიღაბს სუფთა კანზე და ვიჩერებთ 15 წუთი. შემდეგ სველი თითების წრიული მოძრაობით ფაქიზად ვიშორებთ სახიდან. ძალიან ნუ დააწვებით კანს და ნუ გაიხეხავთ. შედეგს მაშინვე, თქვენი თვალით იხილავთ: საოცრად სუფთა და განახლებული კანი. შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და გაიახლოთ კანი, მოიშოროთ გამონაყარი და გაიუმჯობესოთ ფერი.

 

კარგად გაწმემდილ სახეზე არ გადავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმა, რომელიც თქვენი სახის კანის ტიპისთვის არის შესაფერისი.

 

სკრაბი თუ გაწმენდა: 

როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იგივე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობამდე. თუკი ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს.

 

მნიშვნელოვანია:

ყველა დიასახლისს უამრავი საქმე და მოვალეობა აქვს. დილის ან საღამოს რუტინა საკუთარი თავის მოვლისთვის თითქოს დიდ დროს მოითხოვს და გვეზარება, მაგრამ საკმარისია 15 წუთით ადრე გაიღვიძოთ, ხოლო საღამოს საკუთარ თავს 20-30 წუთი დაუთმოთ და უბრალოდ, მოდუნდეთ, ისიამოვნოთ ამ პროცედურებით, ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ.

კატეგორია: სახის კანის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4826 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar