14.02.2020, 11:58 | |
აკნე უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიური თავისტკივილია. მას შეიძლება იწვევდეს როგორც გენეტიკა, ასევე კვების დარღვეული რეჟიმი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა, ან ჰორმონალური დისბალანსი. სახეზე გამონაყარს ყველა თავისებურად ებრძვის, თუმცა მასთან შიშველი ხელებით შეჭიდება ყოველთვის ცუდი იდეაა. შეიძლება კანზე ნაწიბურები დაგრჩეთ, ინფექცია გავრცელდეს და სახე უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდოთ. თუ უშედეგოდ ბრძოლამ დაგღალათ და ძვირადღირებული საშუალებების შეძენაც არ გსურთ, შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ ნიღბები სახის კანისთვის. ბუნებრივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები სუფთა და ჯანსაღი კანის მიღწევაში დაგეხმარებათ. აუცილებელია, რომ დააბალანსოთ კვების რეჟიმი. აუცილებლად უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები. მოერიდეთ ტაფაზე შემწვარ საკვებს. ეს აკნეს უპირველესი მიზეზია. არ მიირთვათ თხილეული, კაკალი, ბევრი შოკოლადი და ნაყინი. ხორცი მიიღეთ მხოლოდ მჭლე და მოხარშული. კვების არასწორი რეჟიმის დროს, აკნეს ყოველგვარი მკურნალობა უშედეგო იქნება. 1) ალოეს ფოთლები აკნეს მკურნალობისთვის გამოცდილი და ეფექტური მეთოდია. 2) მართალია, თაფლის სახეზე წასმა კონსისტენციის გამო სასიამოვნო არაა, მაგრამ ის ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებაა. დარიჩინი კი მიკრობებს კლავს. ამ ორი ჯადოსნური ინგრედიენტის კომბინაცია თქვენს კანზე ინფექციის გაჩენის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. ორი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 3) ლიმონის წვენი ფერიმჭამელების ცხიმს აშრობს. დაასველეთ ბამბა ლიმონის წვენში და სუფთა, ოდნავ ნოტიო კანზე წაისვით. თავდაპირველად წვას იგრძნობთ, მაგრამ, ნახევარი საათის განმავლობაში კანი არ ჩამოიბანოთ. ეფექტურია ლიმონის წვენის და სოდის შერევა. ნარევი პრობლემურ ადგილებზე წაისვით. 4) ერთი სუფრის კოვზი მაწონი და ამდენივე თაფლი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. მასთან ერთად სახიდან მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს. 5) სოდა ცხვირზე შავი წერტილების და კანზე მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად დაგეხმარებად. თხევად საპონში დასველებულ ბამბას დააყარეთ საკვები სოდა და სახეზე მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 6) სტრეპტოციდის დაფხვნილი ტაბლეტები შეურიეთ წყალბადის ზეჟანგს, ძილის წინ სახე გაიწმინდეთ და არ ჩამოიბანოთ. გაითვალისწინეთ: ჰიგიენა და კვების სწორი რეჟიმი კი აკნეს დამარცხებაში დაგეხმარებათ. | |
| |
ნანახია: 4706 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |