როგორ მოვუაროთ და დავიცვათ სახის კანი ზამთარში
21.01.2020, 15:25

ზამთარში სახის კანი დაუცველია, ამ პერიოდში მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ყინვა, ქარი, სუსხი კანს საგრძნობლად აზიანებს. კანის სიმშრალე, რომელსაც ზამთარში ვგრძნობთ, გამოწვეულია იმით, რომ მშრალი ჰაერია. კანის სიმშრალემ რომ არ შეგვაწუხოს უნდა მივიღოთ აუცილებლად წყალი გარკვეული რაოდენობით. ამ პრობლემის მოგვარების პირველი და უმარტივესი გზაა, რომ საკუთარ თავს შევახსენოთ წყლის დალევა. 

სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ზამთარში სჭირდება: ყინვა, ქარი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა მას თავის კვალს ამჩნევს. გარდა ამისა, გამათბობელი აშრობს ოთახის ჰაერს, რაც ასევე ვნებს სახის კანს, ამიტომ ეცადეთ, ოთახი ორ-სამ საათში ერთხელ მაინც გაანიავოთ და გამათბობლის ახლოს არ იმყოფებოდეთ ხშირად. თუ კანი გამოშრა, ის მალე დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. სახის კანს ბევრი რამ ვნებს, მაკიაჟიც კი. დღეს დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლები უამრავ ძვირადღირებულ კრემს უშვებენ. მათი მთავარი დანიშნულება სახის კანის ხარვეზებისა და ლაქების დაფარვაა, მაგრამ მათი ხშირად გამოყენება მავნებელია. ლაქების დაფარვას სჯობს, კანს ვუმკურნალოთ.

პროტეინები და კოლაგენი უკეთესად ფუნქციონირებს ტენიან გარემოში. კანი, რომელიც ღებულობს საკმარის ტენს, უკეთესად მუშაობს და უკეთესად ეწინააღმდეგება გარეგან აგრესიულ ფაქტორებს. როდესაც სახის კანი მშრალია, ადვილადაც ნაოჭდება, ყინვა და ქარი კი კანის გამოშრობას უწყობს ხელს. ამიტომ ქარიან ამინდში და საზოგადოდ, სიცივეში დღის დამცავი კრემი იხმარეთ, შინ დაბრუნებისას კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი დაგეჭიმათ, ღამის მკვებავი კრემი წაისვით. გარდა გარეგანი ფაქტორებისა, ნაოჭების გაჩენა გენეტიკასა და ცხოვრების წესზეც არის დამოკიდებული.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნაადრევი დაბერების ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტრესია. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთებს ჭიმავს და ელასტიკური ბოჭკოები სიმკვრივეს თანდათანობით კარგავს. გარდა ამისა, სტრესის ჰორმონი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის შემთხვევაში კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს. თუ პროფესიისა და ოჯახური პირობების გამო დიდი ხნის განმავლობაში განიცდით სტრესს, განმტვირთავ ვარჯიშს მაინც უნდა მიმართოთ. სპორტთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება და კარგი გამოძინება. მართალია, ეს ყველაფერი უკვე გაჩენილ ნაოჭებს ვერ გააქრობს, მაგრამ ხელს შეუშლის ახლის წარმოქმნას.

თუ კანმა სინოტივე დაკარგა, გამოშრობას დაიწყებს და ნაადრევად დანაოჭდება, ამიტომ მის დასანოტიავებლად ყოველდღიური დამატენიანებელი კრემების გამოყენებაა საჭირო. ძილის წინ სუფთა სახეზე წაისვით ღამის მკვებავი კრემი, დილით, დაბანის შემდეგ კი, თუ სახის სიმშრალე და დაჭიმულობა იგრძენით, დღის კრემი გამოიყენეთ.
სახის კანს უხდება რძე და რძის ნაწარმი. კარგია მცენარეული საკვებიც. ზედმეტი ძილი ცუდად მოქმედებს კანის ფერზე, მაგრამ უძილობაც ძალიან მავნებელია.
კანისთვის სასარგებლოა ხილის ნიღბები და დადებითი ემოციები.

სეზონის ცვალებადობასთან ერთად კანის ტიპი შეიძლება სხვადასხვა მხარეს გადაიხაროს: მაგალითად ნორმალური კანი შეიძლება გამოშრეს ან უფრო მგრძნობიარე გახდეს. ყველაზე ხშირად კომბინირებული კანი უფრო ნორმალურ კანს უახლოვდება. ნორმალური კანი კი გამომშრალ ზონებს იძენს. მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების გაჩენისას კანი იმით მოამარაგოთ, რაც არ ყოფნის: დამატებითი დატენიანება, კვება, დაცვა, სისხლძარღვების გამაგრება. ამასთან, თუ უკვე გაქვთ საყვარელი კრემი და არ გინდათ გამოცვალოთ, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი შრატი ან ზეთი დაამატოთ სასურველი ეფექტით.
    დილით, შინიდან გასვლის წინ, დღის დამატენიანებელი კრემი წაისვით. ძილის წინ სახეს ნუ გაიწმენდთ ლოსიონით, წყლით ჩამობანაც არ არის რეკომენდირებული, უმჯობესია გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძით. თუ ატყობთ, რომ სახე მტვრიანი გაქვთ, დაბანის შემდეგ ღამის მკვებავი წაისვით, დილით ისევ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და დღის მკვებავი კრემი წაისვით.დაკავშირებული სურათი

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კანის მუდმივი გაღიზიანება განაპირობებს ნაადრევს დაბერებას. ამიტომ ზამთარში უნდა გამოიყენოთ ისეთი კრემი, რომელიც ქმნის კანის ზედაპირზე დამცავ ფენას და დაიცავს გაღიზიანებისგან.
თუ ზამთარში გიწითლდებათ ცხვირი, გამოიყენეთ სიწითლისგან დამცავი სპეციალური კრემი, რომელსაც მრავლად გვთავაზობენ კოსმეტიკური ფირმები. ასეთი კრემი შეიცავს პრობიოტიკებს, რაც ხელს უწყობს სიწითლის მომენტალურად მოხსნას, რომელსაც იწვევს ქარი, ყინვა, დაბინძურებული ჰაერი და სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი. 

რთულია სილამაზის მოყვარულ ადამიანს უთხრა, რომ პარფიუმერია არ გამოიყენოს, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი სილამაზე ასევე მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს. იმისათვის, რომ ზამთარში კანის გაღიზიანებას არ შევუწყოთ ხელი და გამონაყარი არ გვქონდეს, პარფიუმერია რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.

 

      
 თუ გსურთ, თქვენმა კანმა ახალგაზრდული იერი დიდხანს შეინარჩუნოს, 30 წლის შემდეგ ნუ იშიმშილებთ. სახის კანს ყველაზე მეტად ხშირი გახდომა-გასუქება ვნებს. ეს ელასტიკური ბოჭკოების დაჭიმვას უწყობს ხელს და კანი დროზე ადრე იწყებს დაბერებას, ამიტომ თუ დიეტას იცავთ, კვების რაციონი დიეტოლოგთან შეათანხმეთ.

კოსმეტოლოგების რჩევით ნებისმიერი ტიპის კანის გაწმენდა აუცილებელია. გაწმენდილი კანი არ შრება და ელასტიკურობას ინარჩუნებს.

აიღეთ ბამბის ფთილა, ჯერ ცხელი წყლით დაასველეთ, გაწურვის შემდეგ კი მცენარეული ზეთი დაასხით. ზეთი შეიძლება იყოს: როგორც მზესუმზირის, ასევე ზეითუნის. გაიწმინდეთ სახე და კისერი. 1-2 წუთის შემდეგ სახე ჩაიში ან ისევ ცხელ წყალში დასველებული ბამბით გაისუფთავეთ.

რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტები შეარჩიეთ მის გასაწმენდად. მშრალი ბამბის ფთილა მჟავე მაწვნით ან რძით დაასველეთ და სახე გაიწმინდეთ. შემდეგ ბამბის ფთილა გამოცვალეთ და სახე კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ.

თუ კანი მშრალია, ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, თუ ცხიმიანია, რძის ან მაწვნის ზედა ფენა დილამდე დაიტოვეთ.   

კატეგორია: სახის კანის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2072 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar