პიგმენტური ლაქების მოცილება სწრაფად და ეფექტურად სახლის პირობებში
03.04.2020, 20:37

ასაკის მატების პარალელურად სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც სავსებით ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა. პიგმენტური ლაქების გაჩენა გავრცელებული პრობლემაა, რომელმაც თავი შეიძლება იჩინოს სხვადასხვა მიზეზების გამო. კანის პიგმენტაციის დარღვევა იმდენად დიდ დისკომფორტს გვიქმნის, რომ ჩვენს თვითშეფასებაზეც საგრძნობლად მოქმედებს.

გარდა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებისა და სპეციალური პროცედურების ჩატარებისა, არსებობს ერთი ძალიან მარტივი და იაფი საშიანო საშუალება, რომელიც ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების შერევით მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მინიმალურ დროში ლაქებს საგრძნობლად გაგიღიავებთ.

დაგჭირდებათ:

    ვაშლის ძმარი - 1 ს/კ

    საჭმელი სოდა - 1 ჩ/კ

    ნახევარი ლიმონის წვენი ან  ლიმონმჟავა 1/3 ჩ/კ

     თაფლი 1 ჩ/კ

 

   ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.

ძმრისა და წყლის ნარევში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა, 1/3 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა ან ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. აურიეთ ძალიან კარგად, რათა სითხეში მკვრივი მასები არ დარჩეს. ამ დავალებას გაცილებით მარტივად რომ გაართვათ თავი, ნარევი მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ.

  გამზადებული ნარევი თავდახურული შეინახეთ მაცივარში. 

   ძალიან მცირე რაოდენობით მასაში ჩაალბეთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ ლაქები. წინასწარ აუცილებლად გულდასმით დაიბანეთ სახის კანი. 

      ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!

წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: სახის კანის მოვლა | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1801 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar