როგორ ვებრძოლოთ ბაღში ჭიანჭველებს
23.04.2020, 10:53

ჭიანჭველების მოშორება ბაღიდან საკმაოდ რთულია. ჭიანჭველა ბუგრს ამრავლებს, ბუგრი კი მცენარეს აზიანებს. თუ ეზოში ჭიანჭველები ბევრია, მათთან ბრძოლა აუცილებელია. 

ჭიანჭველების წინააღმდეგ ბრძოლის ხალხური მეთოდები საკმაოდ ეფექტურია. ამისათვის გამოგადგებათ: ბორის მჟავა, სიმინდის ფქვილი, ციტრუსები, ლავანდა ან მიხაკი, ნიორი, ხახვი, დაფნა, სარეცხის საპონი, ძმარი. 

ბუჩქების გარშემო მიწაზე დაყარეთ ნაცარშერეული კირი. კირი ჭიანჭველებისთვის საწამლავია. 

ზედიზედ ერთი კვირის განმავლობაში ამოთხარეთ ჭიანჭველების ბუდე და საღამოს ჩაასხით ცხელი წყალი. 

ჭიანჭველების ბუდეში შეიძლება ნაცრის და სოდის ნარევის ჩაყრაც. Spanish desert ant | Cataglyphis hispanica Queen surrounded … | Flickr

კარგია წყალგარეული ნავთის ჩასხმაც ბუდეში. თუ ერთი კვირის განმავლობაში გაიმეორებთ სრულად დახოცავთ ჭიანჭველებს და მათ კვერცხებსაც. 

ასევე შეგიძლიათ ათ ლიტრ წყალში ჩაასხით ერთი ლიტრი ძმარი, 2 ჭიქა შამპუნი და ზეთი. რამდენიმე დღეში შედეგს თვიტონ დაინახავთ. 

ეფექტურია ნივრიანი წყლის დასხმაც. 

წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1737 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar