როგორ დავიცვათ კიტრი სხვადასხვა დაავადებებისგან და რა ღონისძიებები უნდა ჩავუტაროთ
27.01.2020, 14:06

იმისათვის, რომ მცენარე ჯანმრთელი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს, აუცილებელია დავიცვათ მოვლის წესები. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით კიტრის დაავადებებზე და როგორ დავიცვათ თავი მათგან. 

1) ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბუგრი, ის წუწნით აზიანებს მცენარის ახალგაზრდა ფოთლებს, ყლორტებს და ყვავილებს. ბუგრი სახლდება ძირითადად ფოთლების ქვემოთა მხარეს. დაზიანების შედეგად ხდება ფოთლის დეფორმაცია, რის გამოც ყვავილი და ნაყოფი ჭკნება. 

2) აბლაბუდიანი ტკიპა აზიანებს კიტრის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს. დაზიანების შედეგად ფოთლებზე ვლინდება მოყავისფრო წერტილები, რომლებიც შემდეგში თანდათანობით უფერულდება (ყვითლდება), ჭკნება და ცვივა.

აბლაბუდიანი ტკიპა მცირე ზომის მწერია, რომლის სხეულის სიგრძე შეადგენს 0.2 – 0.5 მმ-ს და გააჩნია მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა. იგი კვერცხებს დებს ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს და აქცევს აბლაბუდას ქსელში. 

3) ფევსის გალებიანი ნემატოდა: მწერები წუწნით აზიანებენ (სტილეტის საშუალებით) მცენარის უჯრედის შიგთავსს. ნემატოდები წუწნის დროს კიტრის ბუსუსა ფესვებში უშვებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რათა გაუადვილდეთ უჯრედის შეწოვა, რის გამოც დაზიანებულ ადგილებზე ვითარდება გალები.

ნემატოდები ხელს უშლიან მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. მასობრივი განვითარებისას მიმდინარეობს მცენარეთა თანდათანობითი დასუსტება და საბოლოოდ ჭკნობა.

4) ჭრაქით ავადდება ფოთოლი, რომლის ზედა მხარეზე ყვითელი დაკუთხული ლაქები ჩნდება, ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-იისფერი ნაზი ფიფქებით იფარება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადება ინტენსიურად ვითარდება ჭარბი ტენის პირობებში.

         

 დღეს გთავაზობთ საიდუმლო რეცეპტს, რომელიც თქვენს კიტრს აბსოლიტურად ყველა დაავადებისგან იხსნის და უხვი მოსავლის მიღებაშიც დაგეხმარებათ. 

იმ ფაზაში შესვლის შემდეგ, როდესაც თქვენს მცენარეს 3-4 ფოთოლი უჩნდება, ის აუცილებლად უდნა დავამუშავოთ შემდეგი ხსნარით:

წყლით სავსე ვედროში ჩაამატეთ 30 წვეთი იოდი, 20 გრამი სარეცხი საპონი და 1 ლიტრი რძე.

ამ შემადგენლობის ხსნარით უნდა შეწამლოთ მცენარე ათდღიანი ინტერვალებით.  ეს ნაზავი იხსნის თქვენს კიტრს აბსოლიტურად ყველა დაავადებისგან და დაგეხმარებათ უხვი მოსავლის მიღებაში.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1926 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar