მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ბუნებრივი მეთოდები
22.05.2020, 12:21

მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს. არ არის აუცილებელი შხამ-ქიმიკატების გამოყენება, როცა ეს ბუნებრივი საშუალებებითაც შეგიძლიათ:

 1) 1 კგ გამხმარ გვირილას დაასხით 10 ლ თბილი წყალი და გააჩერეთ 12 სთ-ს. გადაწურვის შემდეგ ხსნარს  1/3-ჯერ აზავებენ. უკეთესად დასველების მიზნით უმატებენ 40 გ საპონს.

 2) ვედროს მესამედში  ჩაყარეთ ხახვის მშრალი ფურცლები და დაასხით ცხელი წყალი. აყოვნებენ 24 სთ-ს, წურავენ და ორჯერ აზავებენ.

 3) 1 კგ ფარსმანდუკის მშრალ ფოთლებს ასხამენ მცირე რაოდენობის ცხელ წყალს. 2 დღე-ღამის შემდეგ უმატებენ 40 გ საპონს და წყლის მოცულობას 20 ლ-მდე ავსებენ. წურავენ და იყენებენ შესაფრქვევად.

 4)  500 გ მწარე წიწაკის პარკი დანაყეთ, დაასხით 10 ლ წყალი და გააჩერეთ 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ნაყენს წიწაკასთან ერთად ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში, აცივებენ, წურავენ, უმატებენ 40გ საპონს და იყენებენ ორჯერ გაზავების შემდეგ (ეს საშუალებები გამოიყენება ბოსტნეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ).

5) 100გ მშრალ მდოგვს ასხამენ 10 ლ ქაფქაფა წყალს, აყოვნებენ 2 დღე-ღამეს, აზავებენ ცივი წყლით (1:1) და მცენარეებს ასხურებენ შებინდებისას ან ღრუბლიან ამინდში (ეს საშუალებები იხმარება ხერხიების, ალურებისა და სხვა მატლების წინააღმდეგ).

 6) 400გ თამბაქოს დაასხით 10 ლ ცხელი წყალი, დააყოვნეთ 2 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ 40 გ საპონი და მიასხურეთ მცენარეებს.

  7) ბაბუაწვერას 400 გ ფოთოლს ან 200 გ მცენარეს ფესვურებთან ერთად ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აყოვნებენ 2 სთ-ს.

 8)  ნახევარ ვედრო ანწლს აჩერებენ 2 დღე-ღამეს 10 ლ წყალში, შემდეგ აზავებენ წყლით 1:2.  (ეს საშუალებები გამოიყენება ბუგრების, ფსილების, ლოფორთქინების, წვრილი მატლების წინააღმდეგ).

 9) 200 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ათი ლიტრი წყალი. გადაწურეთ და მიასხურეთ მცენარეებს. 

10) ათ ლიტრ წყალში ჩაახეხეთ 40 გრამი სარეცხის საპონი. დაუმატეთ ათი წვეთი ნავთი. ეს ნაზავი კარგად მიასხურეთ მცენარის თითოეულ ფოთოლს. გაიმეორეთ ორ-სამჯერ ათი დღის ინტერვალით. 

 11) დაგჭირდებათ 25მლ. 2%იანი სალიცილის მჟავა (იკითხეთ ნებისმიერ აფთიაქში) და 10%იანი ნიშადურის სპირტი - 1 სუფრის კოვზი და 5 ლიტრი წყალი.

თავდაპირველად გახსენით 25მლ.სალიცილის მჟავა შედარებით მცირე მოცულობის თბილ წყალში, მაგ. ნახევარ ლიტრ წყალში, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი. და ეს ხსნარი ერთად შეურიეთ დანარჩენ წყალს. სულ 5 ლიტრი უნდა იყოს წყალი. შეგიძლიათ მოცემულ ხსნარში გახსნათ მცირე ოდენობის 72 პროცენტიანი საპონიც. ხსნარი შეასხურეთ უკვე დაავადებულ და ჯანმრთელ ვარდებს და სხვა მცენარეებს. ასევე ეს ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდორის, ბადრიჯნის, წიწაკის და სხვა ნერგებზე. არის აბსოლიტურად უსაფრთხო და გამართლებული. ამ გზით დამუშავება შეგიძლიათ 7 დღეში ერთხელ.

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1729 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar