03.04.2019, 12:35 | |
ქოთნის მცენარეებისთვის ისევე საჭიროა სასუქი, როგორც ბაღის და ბოსტნის კულტურებისთვის. სახლის პირობებში, ამ პრობლემის მოგვარება წყალბადის ზეჟანგით ე. წ. პერეკისით შეიძლება. მისი საშუალებით მცენარისთვის, ფაქტიურად, ახალი სიცოცხლის მინიჭება არის შესაძლებელი. წყალბადის ზეჟანგი მცენარისთვის საჭირო მიკროელემენტებს შეიცავს და მისი გამოყენების შემდეგ, ის ახალი ძალებით დაიწყებს ყვავილობას. წყალბადის ზეჟანგი ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს, ფესვთა სისტემას აძლიერებს და მცენარის ზრდას უწყობს ხელს. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს წყალბადის ზეჟანგი: ისევე, როგორც წყალი, ეს ნივთიერება ჟანგბადის და წყბადისგან შედგება, მაგრამ მის მოლეკულას ერთი დამატებითი ჟანგბადის ატომიც აქვს. H2O2 არასტაბილური მოლეკულაა და ის მაშინვე კარგავს ჟანგბადის 1 ატომს, როგორც კი ნიადაგში ხვდება. თავისუფალი ჟანგბადი გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ნიადაგში არსებულ მავნებლებს და სოკოებს. გარდა ამისა, ის ნიადაგში აერატორის ფუნქციასაც ასრულებს. ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით ერთ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში და მორწყეთ თქვენი მცენარეები. ასეთი ხსნარით მცენარის მორწყვა თვეში ერთხელ შეიძლება. ხსნარი შეგიძლიათ ფოთლებზე მისასხურებლადაც გამოიყენოთ. წყალბადის ზეჟანგთან ერთად, სხვა სასუქის დამატება საჭირო არ არის, რადგან ის ყველა საჭირო მიკროელემენტს შეიცავს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, წყალბადის ზეჟანგი მცენარის ფესვებს ყველანაირი მავნებლებისგან იცავს, რადგან მიწაში გაბნეული თავისუფალი ჟანგბადი ფესვის მკვდარ უჯრედებს «შთანთქავს» და პათოგენურ ბაქტერიებს გამრავლების და გავრცელების საშუალებას არ აძლევს ანუ ფესვებს ლპობისგანაც იცავს. წყალბადის ზეჟანგით მომზადებული სასუქი, შემადგენლობის მიხედვით, მაქსიმალურად არის დაახლოებული წვიმის წყალთან და ამიტომ, 1-2 მორწყვის შემდეგ, დაინახავთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი მცენარე.
მცენარის თესლს, დათესვის წინ თუ წყალბადის ზეჟანგიან ხსნარში დაალბობთ, ის უფრო კარგად გაიზრდება. ისევე, როგორც მცენარეების შემთხვევაში, ხსნარი დეზიმფექციას უკეთებს თესლს და სწრაფად ზრდის სტიმულს აძლევს. | |
| |
ნანახია: 1876 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |