ოთახის მცენარეები და წყალი
09.07.2019, 10:36

წყალი მნიშვნელვან როლს თამაშობს მცენარეების ცხოვრებაში. მის შემადგენლობაზე დამოკიდებულია მცენარის ზრდა-განვითარება. ონკანის წყალში ბევრი მცენარისთვის საშიში ნივთიერებაა და მათი რაოდენობა ნორმაზე მეტია, მასში ბევრნაირი მარილია: ბრომის, ქლორის, ფტორის, ნატრიუმის. ფტორის მარილი მცენარეზე მომწამვლელად მოქმედებს. დაუშვებელია კრანის წყლით მცენარეების მორწყვა. 

მცენარეები პალმა და დრაცენა ასეთი წყლით მორწყვის მერე ხშირად კვდება, ქლოროფიტუმი უპრეტენზიო მცენარედ ითვლება და მოსავლელად ადვილია, მაგრამ მასაც შეიძლება შეექმნას პრობლემები ონკანის წყლით მორწყვის გამო.

 ქლორიანი წყალი მცენარეთა ზრდას აფერხებს და ფოთლებს ფერს უცვლის. ასე რომ არ მოხდეს, წყალი უნდა გააჩეროთ მინიმუმ ოცდაოთხი საათით და მერე იყენებენ სარწყავად. ასე მავნე ნივთიერება ორთქლდება წყლიდან და მერე მორწყვა იმდენად საშიში აღარაა. ყველაზე დიდ ზიანს ასეთ წყალში მყოფი მარილები აყენებს მცენარეს. მარილები ხელს უშლის ფესვებს საჭირო რაოდენობით შეიწოვონ წყალი. მაგრამ არც მთლად მარილებისგან თავისუფალი წყალი ვარგა მათთვის, თუმცა ასე ჭკნობის პროცესი მეტად ხანგრძლივი იქნება. იგი კვდომას ფესვებიდან დაიწყებს. მნიშვნელობა არ აქვს მიწოდებული წყლის რაოდენობას და მორწყვის სიხშირეს, თუ მასში მარილის მეტი რაოდენობაა, ასეთ წყალს მცენარე ვერ შეითვისებს. ზოგს მიაჩნია, რომ რბილი წყალი ნაკლებად მავნებელია, მაგრამ ნატრიუმის ქლორიდი, რასაც წყლის დასარბილებლად იყენებენ, ასევე საზიანოა მცენარეებისთვის. იმისთვის, რომ მცენარეები თავს კარგად გრძნობდნენ, სჯობს ნაყიდი წყალი გამოიყენოთ, ან წვიმის ან მტკნარი წყლით მორწყათ. შეიძლება ასე არც ისე მოსახერხებელია და ხარჯებს მოითხოვს, სამაგიეროდ, მცენარეები მშვენივრად გაიზრდებიან.

წყალი მცენარის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ გავიხსენებთ, რომ ბალახოვანი მცენარეები 90%-ით წყლისგან შედგება, გასაგები იქნება, რომ ის პირველ რიგში მცენარის ქსოვილებისთვის უმნიშვნელოვანესი სამშენებლო მასალაა. გარდა ამისა, წყლის მეშვეობით მცენარემდე მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები აღწევს.

მცენარის ფესვებს ხომ ნიადაგში შემავალი მინერალური ნივთიერებების ათვისება მხოლოდ წყალში გახსნილ მდგომარეობაში შეუძლია. წყალი განსაზღვრავს მცენარის გარეგნულ სახესაც. მცირე მცენარეულ უჯრედებში შიდა წნევა გაცილებით მეტია გარეზე. იქმნება ე.წ. ტურგერი (გაფუება, ლათინური სიტყვიდან turgere). ტურგერი უჯრედებში მარილების შედარებითი მაღალი შემცველობის გამო წარმოიქმნება.

წყლის უკმარისობის დროს შიდა წნევა ეცემა, ტურგერი მცირდება და მცენარე ჭკნება. პირველ რიგში ეს მცენარის ფოთლებს ეტყობა. წყლის კიდევ ერთი ფუნქცია მცენარის უშუალო სიახლოვეს მიკროკლიმატის შენარჩუნებაა. მცენარის შთანთქმული წყლის უდიდესი ნაწილი შემდგომში კვლავ მცენარის ფოთლებიდან ორთქლდება.

ამის წყალობით მცენარის ირგვლივ წარმოიქმნება სიგრილის ზონა, რომელიც მას ზედმეტი სიცხისგან იცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზაფხულში ხდება. ადამიანის ორგანიზმში მსგავს ფუნქციას ოფლის გამოყოფის პროცესი ასრულებს.

 

მცენარე უხვად უნდა მოირწყას იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდა ნერგებია.

აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა.

აქვს დიდი ფოთლები.

ჩარგულია თიხის ქოთანში ან მას დიდი სადრენაჟე ნახვრეტები აქვს.

მცენარე თუ მოყვავილეა და ყვავის. 

ზაფხული ცხელია, ზამთარში კი ჰაერი გამომშრალია.

 

ზომიერი მორწყვა სჭირდება როცა მცენარეს აქვს სქელი ფოთლები, ან არ აქვს ბევრი ფოთოლი.

კაქტუსები ან სუკულენტებია.

მცენარე პლასმასის ქოთანშია.

ქოთანს არ აქვს სადრენაჟე ხვრელები. 

მოსვენების პერიოდში.

წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში.

ოთახის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია და არ არის ცხელი ჰაერი.

მცენარეს სუსტი ფესვები თუ აქვს.

 

თუ მცენარე ჭარბადაა მორწყული ფერხდება ზრდა. ფოთლებზე ჩნდება ლაქები და ცვივა, ნიადაგი ობდება. არასაკმარისად მორწყვის შემთხვევაში ფოთლები რბილდება, უხეშფოთლიან მცენარეებს ფოთოლი ცვივა, მოყვავილე მცენარეები აღარ ყვავილობენ, კოკრები კი არ იშლება და ისე ცვივა.

სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება იმის გარკვევა, სჭირდება თუ არა მცენარეს მორწყვა. თუ ქოთანს მიუკაკუნებთ და ხმა ზარივით წკრიალაა, მას მორწყვა სჭირდება. თუ თითს ფრთხილად ჩადებთ მიწაში ან ხის ჯოხს ჩაარჭობთ, სისველის შეგრძნებისას სჯობს კიდევ შეიკავოთ თავი მორწყვისგან. მცენარე ირწყვება ხშირად და ზომიერად, სჯობს დღის პირველ ნახევარში. მას რწყავენ მანამდე, სანამ წყალი სადგამზე არ გამოუვა, მორწყვის საჭიროება მოწმდება ყოველ სამ დღეში. 

ოთახის მცენარეებს ძალიან მოსწონთ ე.წ. ბანაობა. ორ კვირაში ერთხელ კარგია თუ თბილი დუშით აბანავებთ თქვენს მცენარეებს, ეს უნდა მოხდეს ფრთხილად. სასურველია მიწის ზედაპირს გადააფაროთ ცელოფანი ( ასე ზედმეტი წყლის ჩასვლისას თავს დაიცავთ) და დუშის ქვეშ ფრთხილად ჩამობანოთ ფოთლები. ასე ზედმეტ მტვერსაც მოარიდებთ და გაახალისებთ მცენარეებს.

კატეგორია: სახლის პირობებში მომზადებული სასუქი | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1866 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar