ნიშადურის სპირტი
19.04.2019, 13:36

ისევე როგორც ადამიანებს, ნიშადურის სპირტი მცენარეებს ამხნევებს და აზრზე მოჰყავს.

 ამ სასუქის მიღების შემდეგ, მცენარე უფრო სწრადად იზრდება და მის ფოთლებს ფერი ეცვლება – ბევრად უფრო მუქი და ხასხასა ხდება (ყვავილების მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზოტის დეფიციტის შემთხვევაში, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და უხმება კიდეც). გარდა ამისა, თუ მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს და არ ყვავის, ამიაკიანი ხსნარის მიწოდებიდან, სულ მალე, კოკრები გამოუვა. ყველა შემთხვევაში, მცენარეს ცვლილებას, სასუქის მიწოდებიდან, 3-4 დღის შემდეგ შეატყობთ.

image

სასუქის მომზადების და გამოყენების წესები:

  უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნიშადურიანი სასუქით მორწვის დროს, საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. რადგან დიდი რაოდენობით ამიაკის ორთქლმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე და მცენარეზეც. სასუქის მომზადებისას ღრმად არ ისუნთქოთ, მცენარე დახურულ ოთახში მორწყეთ და მორწყისთანავე, ფანჯარა გააღეთ და ოთახიდან გადით.

სასუქის მოსამზადებლად: 1 ჩ. კ. ნიშადურის სპირტი გახსენით 1 ლიტრ ოთახის ტემპერატურაზე დაყენებულ გადადუღებულ წყალში და მცენარეს ფესვებთან ახლოს ისე დაუსხით, რომ ფოთლებზე არ მიეწუწოს. ეს პროცედურა შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ. ეს ნაზავი არა მარტო გაახალისებს თქვენს მცენარეებს, არამედ მოსპობს ქინქლებს მიწაში. 

ყველა მცენარეს არ უხდება ეს სასუქი, გაეცანით რომელს უხდება და რომელს არა.

  ნიშადური განსაკუთრებით უხდება: ნებისმიერი სახის ბოლქოვან მცენარეებს, ზაფრანას, ფიკუსს, აზალიას, გერბერას, ორქიდეას, პეტუნიას, გეორგინას, კლემატისს, პიონს, შროშანს, ვარდს, ბალბას, იას...

ნიშადური კატეგორიულად არ შეიძლება: დიფერბახია, სპატიფილიუმი, კალა, კრასულა, ფილოდენდრონი, ალოკაზია, ანთურიუმი, კალადიუმი, აგლაონემა, მონსტერა, ეპიპრემნუმი. 

თუ თქვენს მცენარეებს ბუგრი შეესია, გამოიყენეთ შემდეგი ნაზავი: ათ ლიტრა წყალში გახსენით ორი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და ცოტა სარეცხის საპონი. ამ ნაზავით შეწამლეთ თქვენი მცენარეები.

ნიშადურის სპირტი არის უნივერსალური აზოტის სასუქი და ამის გარდა, ის დეზიმფექციას უკეთებს და აჯანსაღებს ნიადაგს, ებრძვის მცენარის ქინქლებს.

კატეგორია: სახლის პირობებში მომზადებული სასუქი | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2765 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar