ნაცარი სასუქად
14.03.2019, 17:03

ნაცარი ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს, როგორიცაა: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, თუთია და სხვა. ამ ყველაფერს ნაცარი შეიცავს და ის საუკეთესო სასუქი არის მცენარეებისთვის. ნაცარი მწერების საწინააღმდეგოთ მოქმედებს, ისეთ ნიადაგში სადაც ნაცარია არასოდეს გაჩნდება მავნებლები.
ნაცრის გამოყენება შეიძლება როგორც მშრალი, ისე ნაყენის სახით.

მშრალი ნაცარი გამოიყენება მცენარის გადარგვის დროს, ან ქოთანში მიწის ზემოდან მოსაყრელად. ნახევარი ჩაის კოვზი ნაცარი მოაყარეთ ყველა ქოთანს  თვეში ერთხელ და მორწყეთ მცენარე. ასევე შეგიძლიათ როცა მცენარე გადაგყავთ ახალ ქოთანში ნიადაგში შეურიოთ ცოტა ნაცარი და გადარგათ მცენარე.

ხოლო ნაყენის მოსამზადებლად, 1 ს. კ. ნაცარი გახსენით 1 ლ. წყალში და მორწყეთ მცენარეები. შეგიძლიათ ერთი თვის მერე გაიმეოროთ. 

თუ ეზოში რგავთ მცენარეს, ორმოში ჩაყარეთ ჯერ ნაცარი და ისე ჩარგეთ მცენარე. 

კატეგორია: სახლის პირობებში მომზადებული სასუქი | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1682 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar