ეფექტური საშუალება თქვენი მცენარეებისათვის
31.07.2019, 10:35

იმისათვის რომ ოთახის და გარე მცენარეებმა კარგად იგრძნონ თავი სჭირდებათ სასუქის მიწოდება. განსაკუთრებით კი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. არ არის აუცილებელი ყოველთვის ქიმიური საშუალებები მივაწოდოთ, არსებობს ისეთი სასუქებიც, რომელიც ყველა ოჯახში მოიპოვება. 

ძალიან ეფექტური და კარგი საშუალება ყვავილებისთვის, უხდება ყველა მცენარეს და ყვავილს. გამოსცადეთ ეს საშუალება თქვენს მცენარეებზე და შედეგს თავად დაინახავთ რამოდენიმე დღეში.

ნაზავი შემდეგნაირად მზადდება: 

ერთი ჩაის კოვზი თაფლი, 

ორი კვერცხის ნაჭუჭი დაფქული,

ნახევარი ლიმონი ჩააწურეთ, 

სამი კბილი დანაყილი ნიორი,

ერთი ჩაის კოვზი საფუარი (დროჟი),

ამ ყველაფერს დაასხით 3 ლიტრი თბილი წყალი და გააჩერეთ 2-3 საათით, შემდეგ მორწყეთ მცენარეები. შედეგს თავად შეამჩნევთ. 

ამ ნარევის გამოყენება შეგიძლიათ თვეში ერთხელ. 

 

კარგია ასევე იოდიანი წყლით მორწყა, ერთ ლიტრ წყალში გახსენით ერთი წვეთი იოდი და მორწყეთ მცენარეები. ოღონდ გაითვალისწინეთ წინა დღის მორწყული უნდა იყოს მცენარეები, რათა ფესვები არ დაეწვას. 

კატეგორია: სახლის პირობებში მომზადებული სასუქი | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1745 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar