ბანანის ქერქი სასუქად
14.03.2019, 16:49

ყველა ადამიანს უყვარს ყვავილები, მაგრამ მათი მოვლა საკმაოდ რთულია. ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს სასუქი და ცდილობს სახლის პირობებში რამე მოამზადოს და გაახალისოს ყვავილი. 

ბანანის ქერქისგან მომზადებული სასუქი ყველა ყვავილს უხდება. ყველაზე დასუსტებულ და დაავადებულ მცენარესაც კი აცოცხლებს. აიღეთ ერთი ბანანის ქერქი, მოათავსეთ ლიტრიან ბანკაში და წყლით გაავსეთ. გააჩერეთ 2-3 დღე, გადაწურეთ წყალი და დაამატეთ ერთი ლიტრი ნადგამი ოთახის ტემპერატურის წყალი და მორწყეთ თქვენი მცენარეები.

ეს ნაყენი უხდება როგორც მოყვავილე, ისე მწვანე მასიან მცენარეებსაც. ასევე შეგიძლიათ ეზოს მცენარეებისთვისაც გამოიყენოთ.

კატეგორია: სახლის პირობებში მომზადებული სასუქი | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1507 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar