12.06.2019, 11:40 | |
გამოიყენეთ აბუსალათინის ზეთი და თქვენი ყვავილები უხვი ყვავილით გაგახარებენ. ყველა ყვავილს სჭირდება კვება, კვების გარეშე მცენარე იფიტება და საბოლოოდ კვდება. იმისათვის რომ თქვენმა მცენარემ უხვი ყვავილობით გაგახაროთ მიაწოდეთ სასუქად აბუსალათინის ზეთი, ერთ კვირაში შეამჩნევთ შედეგს. ამ სასუქის გამოყენების შემდეგ თქვენს ყვავილებს ხანგრძლივი ყვავილობა ექნებათ და ყვავილიც უფრო მკვეთრი ფერის ექნება. სასუქი მოამზადეთ შემდეგნაირად: ერთ ლიტრ ოთახის ტემპერატურის ნადგამ წყალს დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. ბოთლს დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი ზეთის სრულ გახსნამდე. როცა კარგად გაიხსნება მორწყეთ მოყვავილე მცენარეები. მხოლოდ გაითვალისწინეთ, უმჯობესია ეს ნაზავი ქოთნის კიდეებში დაუსხათ, და არა ფესვებთან ახლოს, რომ არ დაეწვას ფესვები. ამ ნაზავით უნდა მორწყათ ყვავილი აყვავების წინ. თუ უკვე ყვავის იმ პერიოდში არ მისცეთ ეს სასუქი. | |
| |
ნანახია: 1785 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |