ციკასი ( Cycas)
26.07.2019, 16:09

ციკასი  შიშველთესლოვან მცენარეთა გვარს, საგოვანების კლასს მიეკუთვნება. ამ მცენარის სიმაღლე ზოგჯერ 10–15 მეტრს აღწევს. ღერო დაფარულია მკვდარი ფოთლების ნარჩენებით, წვეროზე ფრთისმაგვარი ფოთლები აქვს. ამ გვარში გავრცელებული მცენარეთა უნრავლესობა ნელა მზარდია. 20-მდე სახეობა გავრცელებულია აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. ყველაზე უფრო ცნობილია ციკას რევოლუტა, იგი 2–3 მეტრის სიმაღლის ლამაზი მცენარეა. სამშობლოა სამხრეთი იაპონია, საქართველოში ინტროდუცირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. იტანს 8 °C-მდე ყინვას, ნაყოფმსხმოიარობს და ზოგჯერ იძლევა თესლს.

ციკასი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტროპიკული პალმაა, ასევე უძველესი. ბევრს უყვარს იგი თავისი ლამაზი, აჟურული ფრთისებრი მოხდენილი ფრმის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს აქვს დიდი ფოთლები, მაინც ჰაეროვანი, მოხდენილი და მშვენიერი მცენარეა. ეს მცენარე განსაკუთრებით უხდება ოთახს, ალამაზებს და შეუდარებელს ხდის ინტერიერს. იგი ოთახში დიდებულ და ამავდროულად, მშვიდ გარემოს ქმნის.


როგორ მოვუაროთ სწორად:

ბუნებრივ პირობებში ციკასი იზრდება კუნძულ პოლინეზიაზე,ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუნებრივ პირობებში მისი სიმაღლე ორ მეტრს აღწევს, სახლის პირობებში კი ციკასი ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ იზრდება. თუმცა კარგი მოვლის პირობებიდან გამომდინარე ვაის სიგრძემ შეიძლება რამოდენიმე მეტრს მიაღწიოს. ერთი წლის განმავლობაში გაზრდილი ფოთლების რაოდენობა მცირეა 1-დან 3-­მდე, მაგრამ ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ დეკორატიულობას. ციკასის ფოთლის ფირფიტა ახალგაზრდა ასაკში რბილია, ღია მწვანე შეფერილობის. ასაკთან ერთად კი ფოთლები უხეშდება, მუქდება და სიპრიალეს იძენს. რაც შეეხება ყვავილობას ­ სახლის პირობებში ციკასი არ ყვავილობს.

 

ციკასი მიეკუთვნება სინათლისმოყვარულ მცენარეებს, სწორედ ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მას პირდაპირი მზის სხივები ესაჭიროება: გაზაფხულ­ზაფხულში ­ დილით 11 საათამდე და საღამოს 15 საათის შემდეგ(დანარჩენ დროს მკვეთრი, გაფანტული სინათლე საკმარისია) შემოდგომა­-ზამთარში ­ მთელი დღის მანძილზე საჭიროა პირდაპირი მზის სხივები. ციკასის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია არანაკლებ ოთხი საათი პირდაპირი მზის სხივები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერხდება ახალი ფოთლების განვითარება.

მორწყვის პერიოდულობა იცვლება კლიმატური პირობების მიხედვით. გაზაფხულ -ზაფხულში მორწყეთ ნიადაგის ზედაპირის შეშრობის თანავე. შემოდგომა -ზამთარში ­ მორწყვებს შორის ნიადაგი რამდენიმე თითის სიღრმეზე უნდა გაშრეს. თუ შემოდგომა­-ზამთრის პერიოდში დამატებით განათებას გამოიყენებთ, შეგიძლიათ მორწყვის რეჟიმი არ შეცვალოთ. მორწყვის დროს ეცადეთ წყალი მცენარის ვარჯს არ მიესხას. ერთ მორწყვაზე აუცილებელია ნიადაგი მთლიანად დასველდეს, სადგამზე გამოსული წყალი კი ოცი წუთის შემდეგ უნდა გადაუღვაროთ. მოსარწყავად გამოიყენება რბილი, ნადგამი წყალი, რომლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით მაღალი უნდა იყოს. თუ ციკასის ზრდისთვის საჭირო პირობები უარესდება ანუ­ ეცემა ტემპერატურა, ან არასაკმარისია განათება ­ აუცილებელია მორწყვის რეჟიმი შეამციროთ. მორწყვასთან ერთად საჭიროა ჰაერის რეგულარული დატენიანება, რადგან მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს 70­-80% ტენიანობაზე.

ციკასისათვის კომფორტული ტემპერატურაა +16­დან +24 გრადუსამდე. თუ კლიმატური პირობები +13 გრადუსს არ აჭარბებს ან +42 გრადუსი და უფრო მაღალიცაა ­ ციკასის განვითარება ფერხდება.

 

სასუქი:

ციკასს აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება სასუქის მიწოდება. ამ პერიოდში აუცილებელია მიეწოდოს მინერალური ან ორგანული სასუქი მონაცვლეობით. სასუქების კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ დოზებს. სასუქის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. შესაძლებელია ორქიდეებისათვის ან სუკულენტებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქის გამოყენებაც თვეში ერთხელ. სასუქის შეტანის წინა დღეს მცენარე უნდა მოირწყას.

 

ნიადაგი და გადარგვა:

გადარგვისთვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული. ციკასს რგავენ შემდეგ შემთხვევებში: თუ ფესვთა სისტემამ შეავსო მთელი ქოთანი. ციკასის ყველა ნაწილი, როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა. ­ ძალიან ნელა იზრდება.თუ მთელი სეზონის განმავლობაში მცენარეს მხოლოდ ერთი ახალი ფოთოლი ამოუვიდა, ესეიგი ციკასის გადარგვა საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ. თუ ნიადაგი გამოიფიტა ან დაზიანდა ფესვთა სისტემა. ამ შემთხვევაში ფესვები მიწისგან უნდა გაანთავისუფლოთ, მოაცილოთ დაზიანებული ნაწილები და ჩარგათ იმავე ქოთანში, მხოლოდ ახალ ნიადაგში. ყოველ გადარგვაზე ახალი ქოთანი ერთი თითის სისქით განიერი უნდა იყოს წინაზე. ქოთანს ძირზე უნდა ჰქონდეს წყლის გამოსასვლელი ნასვრეტები. არ ღირს ისეთი მცენარის გადარგვა რომელსაც ფოთლები საკმარისად გამაგრებული არ აქვს. თუ ზრდასრულ ციკასს შეიძენთ, არ არის საჭირო მისი მაშინვე გადარგვა, ამან შეიძლება მისი დაღუპვა გამოიწვიოს. გადარგვა საჭიროა თუ შეძენილ მცენარეს ყვითელი ფოთლები აქვს.

სსასურველი სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ერთი წილი ქვიშა + ერთი წილი ფიჭვის ქერქი + წვრილი კენჭები + ტორფი + ხის ნახშირი + პერლიტი. ესა ყველაფერი უნდა იყოს თანაბარი რაობენობის. 

 

გასხვლა:

ციკასს პერიოდულად სჭირდება დაზიანებული, დეფორმირებული და ხანდაზმული ფოთლების რეგულარული შეჭრა.

 

 

გამრავლება:

ციკასი მრავლდება შვილეული ამონაყარით, რომელიც გადარგვისას შეგიძლიათ გადარგოთ ცალკე ქოთანში, და თესლით.

 

დაავადებები და მავნებლები:

საკმაოდ ხშირად ციკასს ულპება ფესვები და ღეროს ქვედა ნაწილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა: ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან, გაასუფთავეთ მიწისაგან და დაუთვალიერეთ ფესვები. მოაჭერით დაზიანებული ნაწილები. გადანაჭერი ადგილი ნახევარი საათით ფუნგიციდში მოათავსეთ. შემდეგ მოაყარეთ დაფხვნილი ნახშირი და ჩარგეთ ახალ ნიადაგში. 

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2115 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar