02.03.2020, 14:25 | |
სცინდაფსუსი არის მრავალწლიანი მხვიარა მცენარე, არაკასებრთა ოჯახიდან. სცინდაფსუსის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეები, ახალი გვინეა და სხვა. სცინდაფსუსი ძალიან ჰგავს ეპიპრემნუმს, ხშირად დიდი ხნის მეყვავილეებსაც ერევათ ეს ორი მცენარე ერთმანეთში. სცინდაფსუსის თესლი მომრგვალებულია. სცინდაფსუსს აქვს სქელი მოგრძო გულის ფორმის ფოთლები, შეფერილობით სხვადასხვა ფერის მწვანე ვერცხლისფერი ლაქებით, მოთეთრო ან მომწვანო-ყვითელი. სცინდაფსუსს შეუძლია გაიზარდოს, სხვადასხვა ფორმის. შეგვიძლია გავზარდოთ როგორც ჩამოკიდებული ფორმით, ასევე შეგვიძლია ზემოთ ავაყოლოთ კედელს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სცინდაფსუსი ჰაერის კარგი გამწმენდია, ის შესულია ათეულში. მის ფოთლებში არსებული სტომი, ჰაერიდან მავნე ნივთიერებებს კლავს.
სცინდაფსუსის მოვლა სახლის პირობებში: სცინდაფსუსი არის სინათლის მოყვარული მცენარე, თუმცა ნაკლებ განათებულ ადგილასაც მშვენივრად გრძნობს თავს. თუ სინათლე აკლია ფოთლები ფერს კარგავს და ნელა იზრდება. სცინდაფსუსისთვის რეკომენდირებული ტემპერატურაა 20-25 გრადუსი, კარგია ღამით თუ ნაკლებ ტემპერატურაზე ამყოფებთ. მცენარეს უყვარს ტენი, არ მოსწონს მიწის ბოლომდე გამოშრობა. არც ზედმეტი წყალი ივარგებს. მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოსული წყალი არ დაუტოვოთ, ამან შეიძლება ფესვის ლპობა გამოიწვიოს. უყვარს ფოთლების დანამვა. მცენარეს დაუნამეთ ფოთლები მინიმუმ დღეში ერთხელ. მას არ მოსწონს მშრალი ჰაერი, მშრალი ჰაერის შემთხვევაში უნდა დანამოთ მცენარე დღეში რამოდენიმეჯე. განსაკუთრებით ეს საჭიროა ზამთარში, როცა გამათბობელია ჩართული და ჰაერი ძალიან მშრალია. სასუქი: სცინდაფსუს კვება სჭირდება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში. სასუქი უნდა მიეწოდოს ორ კვირაში ერთხელ. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მცენარე მიძინების პერიოდშია და ამ პერიოდში დაუშვებელია სასუქის მიწოდება.
მცენარეს ახალ ქოთანში გადარგვა სჭირდება 2-3 წელიწადში ერთხელ. ქოთანი უნდა იყოს რამოდენიმე სანტიმეტრით დიდი წინა ქოთანზე.
როგორ გავამრავლოთ სცინდაფსუსი: მცენარე მრავლდება კალმებით. გასამრავლებლად კარგი პერიოდია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი. კალამს უნდა ჰქონდეს 2-3 ფოთოლი, ჩარგეთ ტორფიან მსუბუქ სუბსტრატში და მოათავსეთ ნათელ ადგილას. ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს. მცენარე მალე ფესვიანდება.
მცენარე იშვიათად ავადდება, შეიძლება დაავადდეს ჰაერის სიმშრალის გამო. თუ შეამჩნევთ რომ ფოთლებზე რაიმე დაავადება გაუჩნდა, დაუყოვნებლივ გაუწმინდეთ ფოთლები საპნიანი წყლით. ორი საათის შემდეგ ჩამობანეთ ფოთლები. პროცედურა გაუმეორეთ ერთი კვირის შემდეგ. ფოთლის წვერები თუ უხმება ჰაერის სიმშრალის ბრალია, თუ უყვითლდება ზედმეტი წყალი აქვს.
| |
| |
ნანახია: 2863 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |