როგორ მოვუაროთ ყავის ხეს სახლის პირობებში (kofeynoe)
27.07.2019, 23:54

ყავის ხეს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში შეხვდებით.  ყავის ხის საყვარელი ტერიტორია ეკვატორიალური და სუბრტოპიკული განედები, სტაბილური ტემპერატურა და ზღვის დონიდან მაღალი სიმაღლეა.  მცენარეები ძირითადად ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, რომელთა სამშობლო ცენტრალური და ტროპიკული აფრიკა და ტროპიკული აზიაა. ყავის ხე ყინვას ვერ უძლებს. ამ საოცარ მცენარეს აქვს ტყავისებური-მუქი მწვანე ფოთლები. მისი ყვავილები სასიამოვნო სურნელს გამოჰყოფს. 

ყავის მწიფე ნაყოფი პირდაპირ ტოტებზე იზრდება, მუქი წითელი ფერისაა და ზომით ყურძნის მარცვალს არ აღემატება. ერთ ხეზე შეიძლება შევხვდეთ როგორც ყვავილებს, ასევე სიმწიფის სხვადასხვა სტადიაში მყოფ ნაყოფს. ნაყოფის რბილობში ჩამალულია ორი ოვალური ზომის თესლი, რომლებიც ცალ მხარეს ამობურცულია, ხოლო მეორე მხარეს ბრტყელი. იშვიათად  ნაყოფს ერთი, ოვალური ფორმის თესლი აქვს, რომელიც ბუნებრივი მუტაციაა. ასეთი მარცვლების რაოდენობა მოსავლის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანეა, შემდეგ ნელ-ნელა იცვლის ფერს და მუქი წითელი ხდება. რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით უფრო მეტი შაქარია მასში და მით უფრო გემრიელია საბოლოოდ პროდუქტი. ყავის ნაყოფი გარედან პრიალა კანითაა დაფარული, რომელსაც ეგზოკარპიუმი ეწოდება. ეგზოკარპიუმის შიგნით ნაყოფის რბილობი მდებარეობს, რომელსაც პარენქიმის თხელი, ლორწოვანი შრე მოსდევს. ნაყოფის თესლი დაფარულია თხელი ენდოკარპიუმით, რომელსაც უფრო ხშირად პარჩმენტად მოიხსენიება. პარჩმენტის შიგნით, გვერდიგვერდ, ორი მარცვალი დევს. თითოეული მარცვალი ინდივიდუალურ, თხელ მემბრანაში, სპერმოდერმშია გახვეული, რომელსაც ყავის ინდუსტრიაში სილვერსკინს უწოდებენ.

ყავის ოჯახი ორმოცამდე სახეობას მოიცავს, აქედან ჩვენთან მხოლოდ სამ სახეობას გამოიყენებენ. 

 

სახლში ეს მცენარე კარგად წმენდს ჰაერს, აუმჯობესებს ადამიანის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს და ხსნის სტრესს. ყავის ხის სახლში გახარება არც ისე რთული პროცესია. სახლის პირობებში გამოიყენება მისი ჯუჯა სახეობა, რომელიც სიმაღლით მაქსიმუმ ერთი მეტრი იზრდება. თუ კარგად მოუვლით მცენარე აყვავდება და ყავასაც მოისხავს. 

 

მოვლა სახლის პირობებში: 

ყავის ხე უნდა მოათავსოთ განათებულ ადგილას, ოღონდ პირდაპირი მზის სხივი არ უნდა მოხვდეს. უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ სადაც ყავის ხეს ამყოფებთ ის ოთახი ხშირად უნდა გაუნიავოთ. თუ არის ამის საშუალება ზაფხულში გაიტანეთ აივანზე ან ეზოში, ოღონდ მზის სხივებისგან მოფარებულ ადგილას მოათავსეთ. ზამთარში უნდა მოარიდოთ გამათბობელ მოწყობილობას, თორემ ფოთლის წვერები გაუხმება. 

ზამთარში ტემპერატურა არ უნდა ჩამოვიდეს რვა გრადუსზე დაბლა. 

ზაფხულში ირწყვება ხშირად და უხვად, არ უნდა დაუშვათ მიწის ბოლომდე გამოშრობა. ზამთარში კი ამცირებენ მორწყვის რეჟიმს, კვირაში ერთხელაც საკმარისია. ყავის ხეს უყვარს ნესტიანი ჰავა, კარგად რეაგირებს შეახურებაზე, თვეში ერთხელ კი კარგი იქნება თუ თბილ შხაპს მოუწყობთ, ეს ყვავილობაში და ზრდაში ეხმარება. 

პირველ წელს მცენარე მხოლოდ სიმაღლეში იზრდება, მომდევნო წლიდან მას უვითარდება დამატებითი გვერდითა ტოტები და იბუჩქება. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ ტოტების დამოკლება, რაც მცენარის დაბუჩქვას უწყობს ხელს. სიცოცხლის მესამე წლიდან ყავის ხე იწყებს აყვავებას, უბეებში წარმოიქმნება მწვანე ულვაშები, რომელიც დროთა განმავლობაში გათეთრდება და აყვავდება. 

 

სასუქი:

აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობისას სჭირდება სასუქის მიშველება. სასუქი უნდა შეიცავდეს კალიუმს და აზოტს, უნდა მიეწოდოს ორ კვირაში ერთხელ. ძალიან კარგია ქათმის სკლინტის გამოყენება სასუქად, ის შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს. ქათმის სკლინტს უნდა დაასხათ წყალი და თავახდილ მდგომარეობაში დატოვოთ მანამ, სანამ დუღილს არ შეწყვეტს. როცა დუღილი შეწყდება და სუნიც აღარ ექნება სასუქი მზადაა. მზა სასუქს უნდა დაასხათ 3-5 ლიტრი წყალი და მორწყათ მცენარე. 

 

ნიადაგი და გადრგვა:

ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს სჭირდება ახალ ქოთანში გადარგვა. გადარგვა უმჯობესია შემოდგომაზე, სანამ მცენარე მიძინებსი პერიოდშო გადავა. ახალი ქოთანი უნდა იყოს ოდნავ დიდი წინაზე და ახალგადარგული მცენარე უნდა მოათავსოთ ჩრდილიან ადგილას. 

ნიადაგი უნდა შედგებოდეს: ტორფი + ქვიშა + ნეშომპალა და ხის ნახშირი. 

 

როგორ მრავლდება:

ყავის ხე მრავლდება თესლით და კალმებით. დასათესად უნდა გამოიყენოთ ქვიშისა და პერლიტის ნარევი. თესლი წინასწარ უნდა დაალბოთ და დათესოთ ამ ნარევში რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე. პერიოდულად მიწის ზედაპირი უნდა დანამოთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იწყებს ამოსვლას, სრული ორი ფოთლის განვითარების შემდეგ უნდა გადაიტანოთ ცალკე კონტეინერებში. 

კალმით გამრავლება უფრო იოლი პროცესია და მისგან გამრავლებული მცენარე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თესლიდან. კალმით გასამრავლებლად მცენარეს უნდა ააჭრათ 8-10 სანტიმეტრიანი კალმები, უნდა იყოს აუცილებლად ირიბად გადაჭრილი და ჩარგათ ქვიშისა და ტორფის ნარევში. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ განათებულ და თბილ ადგილას. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ მიწის ზედაპირი. 

 

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3348 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 0
avatar