12.11.2019, 12:58 | |
პაჩირა ტროპიკული მრავალწლიანი ხემცენარეა. პაჩირას სახლის პირობებში სხვადასხვა ფორმით ზრდიან. შეგვიძლია გავზარდოთ შტამპზე, ასევე შეიძლება ღეროს მივცეთ დაწნული ფორმა.
როგორი პირობები უყვარს: პაჩირა კარგად ხარობს როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში. მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი, შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, რათა მგრძნობიარე ფოთლები ადვილად ეწვება. სასურველი ტემპერატურაა 12-დან 25 გრადუს ტემპერატურამდე. მცენარე მგრძნობიარეა სიცივის მიმართ, თუ ტემპერატურა დაეცემა 12 გრადუსზე დაბლა, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და სცვივა, მაგრამ ეს არ არის საშიში. გაზაფხულის კარგად ეგუება ყველანაირ ნიადაგს, მთავარია ნესტი ჰქონდეს. პაჩირას არ უყვარს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰაერი. ჰაერში ტენის ასამაღლებლად საჭიროა ხშირად დანამოთ მცენარე. კარგი მოვლის პირობებში მცენარე სწრაფად იზრდება.
სასუქი: პირველ წელიწადს მცენარეს განოყიერება არ სჭირდება, შემდეგი წლიდან კი აქტიური ზრდის პერიოდიდან შემოდგომამდე პაჩირა უნდა გავანოყიეროთ უნივერსალური სასუქებით, სასურველია სასუქი მიეწოდოს ორ კვირაში ერთხელ.
როგორ გავამრავლოთ: პაჩირა მრავლდება ორი გზით, თესლით და კალმებით. კალმით გამრავლება უფრო იოლია სახლის პირობებში. მცენარეს უნდა ავაჭრათ ჯანმრთელი ტოტები, შეაცალეთ ქვემოთა ფოთლები და ჩადეთ წყალში დასაფესვიანებლად. კალმები უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას, ოღონდ არ უნდა მოხვდეს პირდაპირი მზის სხივი. დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ კალმები დაფესვანდება. დაფესვიანებული კალმები უნდა ჩარგათ პატარა ქოთანში. ჩარგვის შემდეგ მორწყეთ მცენარე კარგად და მოათავსეთ ნათელ ადგილას.
| |
| |
ნანახია: 3235 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |