10.09.2019, 17:55 | |
პახიპოდიუმი ანუ მადაგასკარის პალმა არის მრავალწლოვანი სუკულენტი მცენარე, ის მიეკუთვნება დოგანის ოჯახს. მისი სამშობლოა მადაგასკარი და აფრიკა. ველურ ბუნებაში ეს მცენარე ექვს მეტრამდე სიმაღლის იზრდება. ბუნებაში იზრდება კლდეებზე და ამიტომაც აქვს მსხვილი ღერო და ფესვები, რის საშვალებითაციწოვს მიწიდან წყლის მარაგს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. პახიპოდიუმს აქვს სქელი და პრიალა ქერქი, რაც ხდის შესაძლებელს რომ მათ დაიცვან საკუთარი თავი გრძელვადიანი გვალვების დროს გამოშრობისაგან. სქელი ეკლიანი ღეროს თავზე პალმასავით აქვს წვრილი გრძელი ფოთლები.
მოვლა სახლის პირობებში: პახოპოდიუმს სჭირდება კარგად განათებული და მზიანი ადგილი, რადგან ბუნებაში მზიან ადგილებში იზრდებიან. სინათლის ნაკლებობისას შეიძლება დაიღუპოს კიდეც, მცენარეს ფოთლები უთხელდება და უშნოდ დიდი ეზრდება. ასეთ შემთხვევაში მცენარე ავადდება სოკოთი და საბოლოოდ იღუპება. სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა, ზამთარში 20 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე უჭირს. კარგია თუ გაზაფხულ- ზაფხულში აივანზე მოათავსებთ. აფტიური ზრდის პერიოდში მცენარეს უხვი მორწყვა სჭირდება. გაზაფხულ-ზაფხულში მორწყეთ უხვად, არ უნდა მოხდეს მიწის ბოლომდე გამოშრობა. შემოდგომიდან კი მორწყვა უნდა შეამციროთ და მხოლოდ მაშინ მორწყათ როცა ბოლომდე გაშრება ნიადაგი. ზამთარში თვეში ერთხელაც საკმარისია. ზედმეტი წყლისგან შიძლება ფოთლები დასცვივდეს ან მუქი ყავისფერი ლაქებით დაიფაროს ფოთლები. მცენარეს არ უყვარს ზედმეტად შეწუხება, არ მოსწონს ადგილის სეცვლა, ასეთ დროს შეიძლება დაისტრესოს მცენარე და ფოთლები გასცვივდეს. სასუქი: გაზაფხულიდან ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ სუკულენტებისთვის და კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქები.
ნიადაგი და გადარგვა: პახიპოდიუმი ნელა მზარდი მცენარეა, აქედან გამომდინარე ყოველწლიურად არ სჭირდება ახალ ქოთანში გადარგვა. უნდა გადაირგას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ისიც არა დიდ ქოთანში. მცენარისთვის გადარგვის საუკეთესო პერიოდია ადრე გაზაფხული, როცა მცენარეს ჯერ კიდევ სძინავს. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი კაქტუსებისთვის განკუთვნილი, ან თვითონ მოამზადეთ შემდეგი ნაზავი: ერთი წილი ტყის მიწა + სამი წილი ქვიშა. ქოთანში თითქმის ნახევრამდე ჩაყარეთ სადრენაჟე მასალა და შემდეგ ჩარგეთ მცენარე.
როგორ მრავლდება: პახიპოდიუმი მრავლდება ორი გზით, თესლით და ახალი შვილეულით. თესლით გამრავლება სახლის პირობებში რტული პროცესია. თესლი დათესვის წინ ჩაალბეთ წყალში მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ უნდა დაითესოს ნამიან მიწაზე, რომლის შემადგენლობაც იქნება: ერთი წილი ტორფი და სამი წილი ქვიშა. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ ნათელ ადგილას. შვილეულით გამრავლება უფრო იოლი პროცესია. შვილეული გამონაზარდი ფრთხილად მოაცალეთ მცენარეს, მოცლილი შვილეული დადეთ მშრალ ადგილას 4-5 დღე, რომ გამოშრეს ზედმეტი წყლისგან, შემდეგ ჩარგეთ პატარა კონტეინერში. უნდა მოათავსოთ ნატელ ადგილას. პატარა მცენარეს შეიძლება ფოთლები გაუხმეს, ამან არ უნდა შეგვაშინოს, კარგი მოვლის პირობებში მალე დაფესვიანდება.
დაავადებები: ზედმეტი მორწყვისას მცენარე ავადდება ფესვის ლპობით და ნაკლები შანსია მისი გადარჩენის. ბევრი წყლისგან შეიძლება ღეროც კი გაუსკდეს.
| |
| |
ნანახია: 2543 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |