12.06.2019, 12:21 | |
ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოთახის ზოგიერთ დეკორატიულ მცენარეს ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა და იღბალის შეტანა შეუძლია. იმის გარდა რომ ეს მცენარეები ალამაზებენ გარემოს ჰაერსაც კარგად წმენდენ. განსაკუთრებით წმენდს ჰაერს შემდეგი მცენარეები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს.
ფიკუსი ფიკუსი სასიამოვნო სანახავია, არ არის პრეტენზიული და შესანიშნავად წმენდს ჰაერს ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებსაც ხშირად შეიცავენ სახლის ავეჯის დასასუფთავებელი საშუალებები. მორწყვის გარდა, მცენარის ფოთლებს პერიოდულად სველი ჩვრით წმენდა სჭირდება, რათა მტვრისგან გავანთავისუფლოთ.
ოთახის პალმა ანუ ჰამედორია ჰამედორია კარგად ასუფთავებს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
სპატიფილუმი იგივე ქალთა ბედნიერება ტყუილად კი არ ეძახიან ამ მცენარეს ქალთა ბედნიერებას, მართლაც ამ მცენარის სახლში შეტანისას, მარტოხელები აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს, ხოლო ახალგაზრდა ოჯახი თუ ბავშვზე ოცნებობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა. სპატიფილუმი პოზიტიურად იმოქმედებს ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე. თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია.
ქლოროფიტუმი ეს მცენარე ოჯახში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია. აქვს ოთახში ჰაერის გაწმენდის საუცხოო უნარი. აუცილებლად შეიტანეთ ახალგარემონტებულ სახლში, საღებავებისა და ყოველგვარ ქიმიურ სუნს სწრაფად შთანთქავს.
ანთურიუმი ამ მცენარეს “მამაკაცურ ბედნიერებასაც” ეძახიან. როგორც ამბობენ, მას ბედნიერება და წარმატება მოაქვს სიყვარულში და დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.
სანსივიერა სანსივიერა უპრეტენზიო ადვილად მოსავლელი მცენარეა. კარგად წმენდს ჰაერს უარყოფითი აურისგან, კარგია თუ ამ მცენარეს კალიდორში მოათავსებთ. | |
| |
ნანახია: 1452 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |