02.10.2019, 12:26 | |
მიკროსორუმი საშუალო ზომის გვიმრაა მცოცავი ფესვით. გვარში მიკროსორუმის გაზრდა აკვარიუმშიც შეგიძლიათ.
როგორ მოვუაროთ: მიკროსორუმი ადვილად მოსავლელი, არა პრეტენზიული გვიმრაა. სხვა გვიმრებისგან განსხვავებით მოსწონს შედარებით ნათელი ადგილი, ოღონდ არა პირდაპირი მზე. ზამთარში საჭიროა დამატებითი განათების დამატება. სითბოსმოყვარული მცენარეა, ადვილად ეგუება სიცხესაც. ვერ იტანს სიცივეს, განსაკუთრებით ზამთარში, არავითარ შემთხვევასი არ უნდა იდგას ფანჯრის რაფაზე, რომ ფესვები არ შეუცივდეს. თუ რამე არ მოსწონს ადვილად შეატყობთ, ადგილის შეცვლის შემდეგ მალე აღიდგენს ძალებს. გვიმრას უყვარს ნოტიო ნიადაგი, უნდა მორწყათ მიწის ზედა ფენის შეშრობისას. ეცადეთ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, ვერ იტანს ფესვებში წყლის დაგუბებას, ჯობია დააკლდეს, ვიდრე ზედმეტი მოუვიდეს. მოსწონს პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურება, განსაკუთრებით ზაფხულში.
სასუქი: მიკროსორუმს სჭირდება ორგანული სასუქის მიწოდება პერიოდულად, სასუქი უნდა მიაწოდოთ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ორ კვირაში ერთხელ.
ნიადაგი და გადარგვა: გვიმრას ყოველ წლიურად არ სჭირდება გადარგვა, უნდა გადა
როგორ მრავლდება: გვიმრა ძირითადად მრავლდება ძირის დაყოფით, ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე , როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგყავთ. ჩაჭრილი ადგილი უნდა დაამუშაოთ დაფხვნილი ნახშირით.
დაავადებები: ჰაერის სიმშრალის გამო გვიმრას ფოთლის წვერები უხმება. ასევე შეიძლება დაავადდეს ტკიპებით, ფარიანათი, ფრთათეთრა. ასეთ შემთხვევაში უნდა დაამუშავოთ ქიმიური პრეპარატებით, საწყის ეტაპზ
| |
| |
ნანახია: 4897 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |