06.08.2019, 12:44 | |
მედინილა მელასტომასებრთა ჯგუფის მცენარეა. ამ მცენარის სამშობლოა მადაგასკარი, აფრიკა და მალაის არქიპელაგის კუნძულები. ის დამსახურებულად ითვლება პლანეტის ყველაზე ლამაზ ეგზოტიკურ მცენარედ და ამის გამო, ბოტანიკოსებმა და მებაღეებმა მას მეტსახელად «მშვენიერი» შეარქვეს. მედილინა მარადმწვანე ბუჩქია. სახელი ეწოდა ერთ-ერთი ესპანელი კოლონიის გუბერნტორის ხ. დე მედინილას და პინედას პატივსაცემად. ევროპაში იგი პირველად გამოჩნდა ბატონ ვეიჩის ბაღში 1850წ. მისი სიმაღლე აღწევს 2მ ს. მცენარე ყურადღებას იქცევს ლამაზი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია საგველა ყვავილედებად, ძირს დახრილი და გადმოკიდებული, ვარდისფერი, თეთრი ან მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა. თუმცა არც ფოთლებია ნაკლებად ლამაზი. გამოზრდის პირობების სირთულის გამო ფართოდ არ არის გამრცელებული მეყვავილეებში. დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთის ქვეყნებში და ეგზოტიკურ მცენარედაც მიიჩნევა. ბუნებაში მედილინას ოთხასამდე სახეობაა გავრცელებული.
მედინილას მოვლა სახლის პირობებში: მედინილას სჭირდება კარგი განათებული ადგილი, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. შეურჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც კარგი ფართობი ექნება, ხშირად უნდა გაუნიავოთ ოთახი, რატა არ უყვარს ჩახუთული ჰაერი. თუ განათება არ ჰყოფნის, მცენარე ან არ იყვავილებს, ან დაყრის კოკრებს და უკვე გაშლილ ყვავილს. თუ ოთახში არასაკმარისი განათებაა, სჯობს დადგათ დამატებითი ხელოვნური განათების ქვეშ. მისთვის იდეალური ადგილი დასავლეთი ან აღმოსავლეთი ფანჯრის რაფაა, გამოდგება სამხრეთიც, მაგრამ შუადღეზე ჩამოფარება დასჭირდება. ზამთარში აუცილებლად უნდა დაუყენოთ დამატებითი განათება. ყვავილობისა და ვეგეტაციის დროს უხვი მორწყვა სჭირდება. მიწის ზედაპირის შეშრობის თანავე უნდა მოირწყას. შემოდგომიდან მორწყვა უნდა შეამციროთ, ზამთარში კი მინიმუმამდე დაიყვანოთ. უნდა მორწყათ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით. მედილინა მაღალი ტენიანობის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მას სწირდება რეგულარულად ფოთლების დანამვა, დღეში რამოდენიმეჯერაც კი. შეეცადეთ შესხურების დროს ყვავილებს არ მოხვდეს წყალი. კარგია ქოთნის დადგმა სველ კერამტზიტიან სადგამზე, ან გვერდით დაუდგათ წყლიანი ჭურჭელი. ასე ჰაერის ტენიანობას შეინარჩუნებთ.
ტემპერატურული რეჟიმი: რეგულარულად მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს იმ ოთახში, სადაც ეს მცენარე დგას, ზაფხულში დაახლოებით 20-28გრ. ზამთარში შედარებით გრილად უნდა გამოაზამთროთ, დეკებერ-იანვარში მოსვენების პერიოდი აქვს მცენარეს, ამიტომ დასაშვებია ტემპერატურის დაწევა 16 გრადუსამდე. მცენარეს ცუდად გადააქვს ტეპერატურის მკვეთრი ცვლილება და ორპირი, არ მოსწონს არც გამათბობლებთან ახლოს ყოფნა.
ნიადაგი და გადარგვა: მედილინა კარგი მოვლის პირობებში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ზაფხულში, ამიტომ ყოველ გაზაფხულზე სჭირდება ქოთნის შეცვლა. უნდა გადარგათ მარტში. გადარგვისას შეგიძლიათ მცენარე გასხლათ და მისცეთ სასურველი ფორმა. მცენარე ბუნებაში იზრდება სხვა მცენარის ქერქებზე, ამიტომ სჭირდება ეპიფიტი მცენარეებისათვის განკუთვნილი ნარევი. სუბსტრატი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: სამი წილი ფოთლოვანი ტყის მიწა + ერთი წილი ტორფი + ერთი წილი ქვიშა+ დაჭრილი სფაგნუმი და ხის ქერქები. ნიადაგი უნდა გამოვიდეს ფხვიერი, რომ კარგად ატარებდეს წყალს. ქოთნის ძირში არ უნდა დაგავიწყდეთ კარგი დრენაჟის გაკეთება. სასუქი: მედინილას სჭირდება რეგულარული კვება დეკორატიულად მოყვავილე მცენარეების სასუქით. იგი შეაქვთ 10 დღეში ერთხელ. ზაფხულში აძლევენ ორგანულ სასუქსაც. შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე არ სჭირდება სასუქი.
როგორ მრავლდება: მედინილა მრავლდება დათესით და კალმებით. თესლით გამრავლება შედარებით რთული პროცესია და დიდ დროს მოითხოვს. ითესება თებერვალ-მარტში ბრტყელ ქოთებში, ქოთანს დებენ სითბოში, კარგია მინი-სათბურების მოწყობაც, ამოსული ნათესის პიკირება ხდება ცალ-ცალკე ქოთნებში.
ძირითადად არასწორი მოვლის პირობებში იჩენს თავს გარეგნული ნიშნები:
| |
| |
ნანახია: 2976 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |