მანდევილა (mandevilla)
12.09.2019, 19:16

მანდევილა მრავალწლოვანი ქოთნის ულამაზესი მცენარეა. მისი სამშობლო ავსტრალიის კუნძულებია. ბუნებასი გავრცელებულია მისი 30-მდე სახეობა. მცენარეს არ ახასიათებს პრეტენზიულობა. ძალიან ლამაზი ტანის ფორმა აქვს და შესანიშნავად ხარობს სახლის პირობებში. ის უხვად მოყვავილე ჯიშია და მისი სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს. მცენარე ბუჩქოვანია.

 

მანდევილას მოვლა:

მანდევილას უყვარს კარგად განათებული ადგილი, ოღონდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. მას არ უყვარს არც სიცხე და არც სიცივე. ზამთარში ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს, ცხრა გადუსზე კი მცენარე იღუპება. უყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა, კარგია თუ ზაფხულში აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, ოღონდ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. 

აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობისას უხვი მორწყა სჭირდება, ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს, ზამთარში კი ნაკლებად სჭირდება მორწყვა, მიწა უნდა ბოლომდე გამოშრეს. mandevilla

ყვავის თითქმის მთელი წლის განმავლობაში, აქვს სასიამოვნო სურნელი. ყვავილის ფერები: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი და წითელი.

დაყვავილების შემდეგ მცენარეს სჭირდება გასხვლა, უნდა მოაცილოთ დაყვავილებული ტოტები და თან მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა. გასხვლა ხელს უწყობს მის უხვ ყვავილობას. 

 

სასუქი:

მანდევილას როგორც ყველა მოყვავილე მცენარეს სჭირდება სასუქის მიშველება. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მიაწოდეთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები ორ კვირასი ერთხელ. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

მანდევილას ყოველწლიურად სჭირდება ახალ ქოთანში გადარგვა, გადასარგავად კარგი პერიოდია შემოდგომა. 

მისთვის სასურველია ნოყიერი ნიადაგი, რომელიც შეიცავს ტორფს, ქვიშას, ნაკელს. ქოთანში უნდა გაკეთდეს კარგი დრენაჟი და შემდეგ გადაირგას მცენარე. 

როგორ მრავლდება:

მანდევილა იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ტოტითაც. უმჯობესია ზამთარში გასხლათ, როდესაც მცენარე ნახევრად ისვენებს. მას დიდი ფესვები არ აქვს და ნებისმიერი ზომის ქოთანში თავს მშვენივრად გრძნობს. ასევე, შეგიძლიათ მცენარეს ზედმეტად გაზრდილი და გადატვირთული ფოთლებიც შეაცალოთ.

მცენარეს მოაჭერით ჯამრთელი ტოტები, მოაცალეთ ქვემოთა ფოთლები და ჩარგეთ ტორფში. კალმები უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას. ასევე შეგიძლიათ კალმების დაფესვიანება წყალშიც, ოღონდ ყოველ ორ დღეში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ წყალი, წყალი უნდა იყოს აუცილებლად გადადუღებული.

პრობლემები:

მანდევილას თუ ფოთლები უყვითლდება ეს არასასურველი ტემპერატურის ბრალია, ზამთარში თუ ძალია სცივა, ან ზაფხულია და ძალია ცხელა. 

თუ ფოთლებმა მკვეთრი ფერი დაკარგეს, ესეიგი სინათლე აკლია და უნდა გადაიყვანოთ კარგად განათებულ ადგილას ან დაუყენოთ ხელოვნური განათება. 

 

კატეგორია: სინათლის მოყვარული მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 8291 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar